სოზარ სუბარი ლევან კორტავას მკვლელობის გამოძიებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, საზოგადოება ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე დამატებით დეტალებს შეიტყობს, თუმცა ეს დეტალები არ გაახმაურეს დღეს მთავარ პროკურატურაშიც.
,,პრაქტიკულად ერთად ვიძიებდით, ერთად ვსწავლობდით, იმიტომ, რომ რეალურად ვეხმარებოდი ყველაფერში დღესაც ყველა გადაწყვეტილება არის ცნობილი და შეთანხმებული. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი ძალიან მკაცრად. ეს დამნაშავე იქნება პატიმარი, ვინც უშუალოდ ჩაიდინა ეს ქმედებები, თუ ის ციხის თანამშრომლები, რომელთა გულგრილობაც თუ გარკვეულ ქმედებებს მოჰყვა ეს საზარელი მკვლელობა და ძალიან მძიმე დანაშაული.
ეს არ არის საბოლოო, კიდევ ამ დღეებში გაიგებთ სიახლეებს ამ საქმესთან დაკავშირებით, პასუხს აგებს ყველა. რაც შეეხება ამ ინსტიტუტს, ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს იქ დაგვხვდენ, როგორც ასეთი გავლენიანი ადამიანები, რომლებიც დღეს არიან გადაყვანილები სხვაგან. ეს არის პრობლემა, რომელიც დღეს არის შემცირებული, მაგრამ ძალიან მალე აღარ იარსებებს.“
მასალის გამოყენების პირობები






