ცესკოს სწავლების ცენტრი საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელია
საზოგადოება - 15:17, 10 Dec, 2013     1360

ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ”საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს” მფლობელი გახდა. სწავლების ცენტრმა ნომინაციაში ”პირველი ამომრჩეველი” გაიმარჯვა, რომელზეც ფინალისტებად ასევე იყვნენ წარდგენილი რუმინეთი და პერუს რესპუბლიკა.

 

ფინალისტთა შორის გამარჯვებულების დასახელება და დაჯილდოების ცერემონია, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, 4 დეკემბერს, მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში შედგა. ნომინაცია ”პირველი ამომრჩევლის” ჯილდო სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა მიიღო.

 

მსოფლიო დონის წარმომადგენლობით კონკურსში 15 ნომინაციაზე სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების ფინალისტები  შეირჩნენ. კონკურსანტებს შორის იყვნენ განას, კენიის, პერუს რესუბლიკის, მოლდოვას, ნიგერიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთის, სლოვენიის, მონღოლეთის წარმომადგენლები.

 

ნომინაციაზე ”პირველი ამომრჩეველი” სწავლების ცენტრს წარდგენილი ჰქონდა პროექტი, რომელშიც  ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო კულტურის განვითარების მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობებია ასახული, მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტებში დანერგილი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი - „სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“.

 

”საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2013” რიგით მეშვიდე საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა. ორდღიან სიმპოზიუმს ცესკოს დელეგაცია, კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით ესწრებოდა.  სიმპოზიუმზე ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებს, არჩევნების მართვის პრინციპებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადალახვის საუკეთესო გზებს განიხილავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42