ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე განთავსებული ნიკა მელიას ბანერის დაზიანებაში დაკავებულ , დიმიტრი კასრელიშვილს , აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"ყველაფერს აღიარებს, თანამშრომლობს, მაგრამ მოგეხსენებათ, როცა საზოგადოებრივი ინტერესია, რაოდენ რთულია გირაოზე საუბარი და მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად შეეფარდა პატიმრობა. მისი პოზიციაა, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივაცია თუ პოლიტიკური მიზანი არ ჰქონია ამ ქმედებების განხორციელებისას“, - განაცხადა ადვოკატმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, 17 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 წლის დიმიტრი კასრელიშვილი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები