ხამანწკა
ხამანწკის ეფექტი ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან არის ცნობილი. ის, როგორც სხვა მოლუსკები, მდიდარია თუთიით და დ-ასპარტამის მჟავით, რაც გავლენას ახდენს სექსუალურ ფუნქციებზე და კაცებში ტესტოსტერონის დონესაც ამაღლებს.
მწარე წიწაკა
კაფსაიცინი - შენაერთი, რომელიც სიცხარეს აძლევს წიწაკას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ტესტოსტერონის ზრდისა და ენდორფინების გამოყოფისკენ უბიძგებს.
ორაგული
D ვიტამინი ამცირებს დეპრესიის გამოვლენას და ჯანმრთელობას აუმოჯობესებს, ხოლო ცილა და ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს შინაგან ორგანოებს უკეთ მუშაობაში. საბოლოოდ მეტად გინდება სიყვარული!
ჯანჯაფილი
ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა 2010 წელს, აჩვენა, რომ ჯანჯაფილი აძლიერებს ენზიმების მოქმედებას, რომლებიც ინარჩუნებს სექსუალურ ფუნქციებს ორივე სქესში.
საზამთრო
საზამთროში არის ფიტონუტრიენტები (ლიკოპენი და ციტრულინი), რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას და ხელს უწყობს ორგანიზმის მოდუნებას.
მწარე შოკოლადი
შოკოლადი 70%-ზე მეტი შემცველობის კაკაოთი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას, მათთან კი აღგზნებას.
წითელი ღვინო
შეიცავს რესვერატროლს - ანტიოქსიდანტს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მომიქცევას ორგანიზმში. მაგრამ ჯობია არ გადააჭარბოთ „წამალთან“!
ფისტა
მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, რომელიც აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს სურვილს.
ბანანი
კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ამცირებს წნევას და ხელს უწყობს კუნთის სპაზმებთან ბრძოლას.
ავოკადო
მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და E ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვანია ჰორმონების წარმოებისთვის და ლიბიდოს ამარლებისთვის.
თაფლი
მატებს ენერგიას, რაც ხელს უწობს საწოლში ხანგრძლივ ყოფნას.
ნუში
შეიცავს ბევრ ცილას და სასრგებლო ცხიმს, ასევე მაგნიუმს, E ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს. ყველა კომპონენტი ერთად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კუნთის და ნერვულ ფუნქციებს.
კვერცხი
ცილის გარდა შეიცავს რიბოფლავინს, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის, პანტოტენის მჟავის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს სქესობრივი ჰორმონების წარმოების დარეგულირებას, ასევე სელენს, რომელიც მნიშვნელოვანია რეპროდუქტიული ფუნქციისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






