ნუგზარ მგალობლიშვილი: „ნაბიჯ-ნაბიჯ“ გვაცილებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს
საზოგადოება - 14:00, 10 Dec, 2013     5706

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი „დევნილთა შესახებ“ ახალ კანონპროექტს ეხმიანება და მის ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას.

დეპუტატის აზრით, „პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მუხლების დიდი ნაწილი ბუნდოვანია ან გაჯერებულია ზოგადი დებულებებით“.

ნუგზარ მგალობლიშვილს კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. „ნიუპოსტი“ გთავაზობთ მის წერილს:

„რასაც სიყრმიდან თვალი და გული შეთვისებია და შეჩვევია,

გონება კავშირს ვეღარ გაუწყვეტს, სიცოცხლე მისი მონა და ტყვეა!“

აკაკი

დიდი აკაკის მიერ ლექსად ნათქვამ ამ ჭეშმარიტების გამზიარებელმა, ადგილის დედას მოწყვეტილმა დევნილმა, ქვეყნის მომავალზე ზრუნვითა და ფიქრით დამაშვრალი მთავრობის მოლოდინში, სამწუხაროდ ისევ „ყეენის მზის“ დამფიცებლის მსგავსი მიიღო, რასაც სამთავრობო პროგრამაში და დევნილთა შესახებ ახალ კანონპროექტში ჩამოყალიბებული დებულებები გვაფიქრებინებს:

,,მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა კონფლიქტის მიმდებარე, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რისთვისაც შეიქმნება სარეაბილიტაციო პროექტების ხელშეწყობის საგანგებო ფონდი.

აფხაზეთისა და სამხრეთ/ოსეთის ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული ნებისმიერი შეღავათითა და მომსახურებით თავისუფალი სარგებლობის უფლება ექნებათ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე; შეიცვლება აფხაზეთისა და სამხრეთ/ოსეთის ცხინვალის რეგიონის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის პრინციპები.

მათ ცენტრალური სტრუქტურებიდან გადაეცემათ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, აგრეთვე არჩევნების გზით დაკომპლექტდება დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოები“.

მისასალმებელია, თუნდაც სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა, თუმცა დევნილები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არიან განსახლებულნი.

ამავე დროს ნამდვილად გაუგებარია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის და მისი მთავრობის საქმიანობის პრინციპებზე საუბარი. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის, ქვეყნის იძულებითი გასაბჭოების შედეგად შექმნეს 1922 წლის 20 აპრილის №2 დეკრეტით, ხოლო 1990 წელს იმავე ავტონომიური ოლქის დეპუტატთა სახალხო საბჭომ განახორციელა არაკონსტიტუციური უკანონო აქტი - გააუქმა ოლქის სტატუსი და მიიღო ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის გადაწყვეტილება, რომლის აწ უკვე უმაღლეს საბჭოში დანიშნა არჩევნები, თარიღი და მის ჩატარებასაც შეეცადა.

სწორედ ამით იყო გამოწვეული „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონის მიღების აუცილებლობა, რაც მართებული იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ისტორიული სამართლიანობის, დემოკრატიული პრინციპების, სამართლისა და მორალის თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რისთვის დასჭირდა მთავრობას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ბოლშევიკების მიერ ერის ნების უგულებელყოფით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე გაუქმებული ავტონომიური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ერთეულის რეანიმირებისკენ სწრაფვა, როცა საქართველოს სახელმწიფოს მართებულ და სამართლებრივ მიდგომას ამ პრობლემისადმი ვერ უარყოფს მსოფლიოს ვერც ერთი ცივილიზებული პოლიტიკური ინსტიტუცია, მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ ჩვენთვის არის ცნობილი ეთნოფაბრიკაციებში გაწაფული ჩვენი დიდი მეზობლის არდამცხრალი, მზაკვრული ინტერესები, ჩვენ კი, რატომღაც ჩვენივე ხელით გვსურს ვეშაპს ხახაში ჩავჩაროთ შიდა ქართლის ნაწილი ავტონომიის სახით.

მისასალმებელია, რომ აფხაზეთის მთავრობას და ოკუპირებული შიდა ქართლის ადმინისტრაციას ცენტრალური სტრუქტურებიდან თუ გადაეცემათ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვა. ამავე დროს ბუნდოვანია და ამიტომ გაუგებარიც, თუ რა იგულისხმება დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების გზით დაკომპლექტებაში.

იქნებ იმასთან გვაქვს საქმე, რასაც გვთავაზობენ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების საფარქვეშ მოკალათებული მე-5 კოლონის წარმომადგენლები-ბახიები, ბერიები და ძმანნი მათნი. ეს კი ყოვლად მიუღებელია და ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი, რადგან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთად-ერთი ლეგიტიმური, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, უმაღლესი საბჭოს ხელყოფითა და ენგურს გამოღმა ჩატარებული არჩევნებით, მხოლოდ დავადასტურებთ და „იუდას ტყავზე კაენის სისხლით“ მივაწერთ საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის ტერიტორიის იურიდიულად მოწყვეტას და ლეგიტიმურად ვცნობთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილი მოსახლეობის ნების გარეშე ჩატარებული „არჩევნების“ შედეგად შექმნილ დეფაქტო ხელისუფლებას, რასაც დღემდე არც ერთი სამართლებრივი და ცივილიზებული სახელმწიფო არ ცნობს.

სულ სხვა საკითხია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით დაკომპლექტდეს როგორც ქვეყნის პარლამენტი, ისე ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობა, რაც მხოლოდ დადებითად წაადგება ქვეყნის ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას.

სამწუხაროდ, ამისთვის დღემდე შეგნებულად არ იქმნებოდა საკითხის დარეგულირების სამართლებრივი წინაპირობები და რეალიზების მექნიზმები, რაშიც ნათლად ჩანს პოლიტიკისა და კორუფციის მჭიდრო კავშირი. ხოლო რაც შეეხება დევნილთა მდგომარეობას და მათი დაბრუნების საკითხს, იგი აშკარად მძიმე ხასიათს ღებულობს; პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მუხლების დიდი ნაწილი ბუნდოვანია ან გაჯერებულია ზოგადი დებულებებით.

ამასთან ერთად აშკარად იკითხება პოტენციურად დამბრუნებელ დევნილთა რაოდენობის ხელოვნური შემცირების ტენდენცია, რაზეც ნათლად მეტყველებს კანონპროექტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი:

,,საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიენიჭოს დევნილის სტატუსი, თუ ორივე მშობელს აქვს ან/ და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.’’

მკითხველისთვის ამ პუნქტის ავტორისეული განმარტებაც არ იქნება ინტერესმოკლებული, რომლის მიხედვით: „წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, არასრულწლოვან პირებს დევნილის სტატუსი მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ორივე მშობელი არის დევნილის სტატუსის მატარებელი.

დღეს მოქმედი რედაქციით, არასრულწლოვანი პირისთვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად საკმარისია მხოლოდ ერთი მშობლის დევნილობა. ბოლო დროს ჩატარებული სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ დევნილის სტატუსი მინიჭებულ არასრულწლოვან პირთა მხოლოდ 20% შეადგენს ის შემთხვევები, როდესაც ორივე მშობელი არის დევნილის სტატუსის მატარებელი, ხოლო 80% წარმოადგენს ის კატეგორია, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელი არის დევნილი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურად ამ უკანასკნელი კატეგორიის პირთათვის დევნილის სტატუსის მინიჭება იზრდება პრაქტიკულად არითმეტიკული პროგრესიით. ბოლო წლის მონაცემის გათვალისწინებით, იმ არასრულწლოვანი დევნილის სტატუსის მინიჭებით, რომელსაც დაახლოებით ერთი მშობელი ყავს დევნილი, ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო გახდა დაახლოებით 700 000 ლარი. შესაბამისად ეს თანხა 2014 წლის და მომდევნო წლის ბიუჯეტისთვის გაიზრდება არითმეტიკული პროგრესიით“.

როგორც ვხედავთ, კანონპროექტის ავტორები არაფერს გვეუბნებიან იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ერთი დედ-მამის შვილები - ერთნი დაბადებულნი შემოთავაზებული კანონის ამოქმედებამდე, მეორენი კი ამოქმედების შემდეგ.

ერთი კი ცხადია, რომ ამავე კანონპროექტში მე-7 მუხლის არსებობა უხერხულად ჩანს, რადგან ცინიკურად ჟღერს ასეთ ვითარებაში ,,დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე’’ საუბარი. ბრძენს უთქვამს, რომ ,,ქვეყნის მდგომარეობაზე ყველაზე კარგად სასაფლაო მეტყველებს“-ო.

როგორც ჩანს, ავტორები არ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის თავისებურებებს მოარგონ კანონი, თორემ გაიხსენებდნენ დევნილთა სასაფლაოებსაც და მათზე საფლავთა სიმჭიდროვეს და რაოდენობასაც. ამას ომში დაღუპულთა რიცხვსაც თუ მიუმატებდნენ - მიხვდებოდნენ, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირები მალე აღარ გვეყოლება დასაბრუნებლად.

ჩნდება სამართლიანი ეჭვი, სწორედ ამას ხომ არ ისახავდნენ მიზნად კანონპროექტის ავტორები თუ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის შედეგია ამ სახის კანონპროექტი?

ნათელი კი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში - ადრე ,,ღრუბელ-ღრუბელ“, ახლა კი ,,ნაბიჯ-ნაბიჯ“ გვაცილებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია მადლობა ვუთხრათ მთავრობას დევნილებზე ,,ზრუნვისთვის“ და ქვეყნის მთლიანობისთვის გაწეული ,,უანგარო“ სამსახურისთვის.

ნუგზარ მგალობლიშვილი

საქართველოს უზენაესი საბჭოს და

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42