გატაცების ორგანიზების სანაცვლოდ გამოძალული 60 ათასი დოლარი - ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს პატიმრობა შეეფარდათ
სამართალი - 15:31, 19 Mar, 2021     1799

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, გატაცების ორგანიზების სანაცვლოდ თანხის გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანის ფაქტზე სამ პირს პატიმრობა შეუფარდა. ერთ მათგანს 9, ხოლო ორს 7-7 წელი მიესაჯა - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს:

„დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2020 წლის 1 ივნისს მ.ყ.-ს ვინმე “მაგამედი“ დაუკავშირდა, ჩეჩენი ეროვნების კრიმინალური დაჯგუფების წევრად გაეცნო და მისი შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ, 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. 2 ივნისს მ.ყ.-ს ასევე დაუკავშირდა ა.გ. და პრობლემის „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებისა და ე.წ. „კანონიერი ქურდის“ თ.გ.-ს დახმარებით მოგვარებას დაპირდა. ა.გ. არწმუნებდა მ.ყ-ს, რომ თითქოსდა, ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ თ.გ.-მ გადაიხადა ჩეჩენი ეროვნების კრიმინალების მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი და აქედან გამომდინარე, მ.ყ.-ს თანხა ე.წ. „კანონიერი ქურდისთვის“ უნდა გადაეხადა.

დაშინებისა და „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოქმედების იძულების მიზნით, მ.ყ-ს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თ.გ. და „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. და კატეგორიულად მოითხოვდნენ თანხის გადახდას, ასევე „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოქმედებას. მ.ყ-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი 12 ივნისს ქ.სენაკში ა.გ.-ს გადასცა, რის შემდეგაც ა.გ. სამართალდამცველებმა დააკავეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.გ-მ ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით მცენარე უკანონოდ დათესა და მოიყვანა.

„თ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ხოლო ა.გ.-ს და გ.გ.-ს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ასევე, ა.გ-ს ბრალდება 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ. ვინაიდან თ.გ. და გ.გ. თავს არიდებდნენ გამოძიებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, თ.გ.-ს და გ.გ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.გ-ს 9 წლით, ხოლო ა.გ-ს და გ.გ-ს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42