ომბუდსმენის ანგარიშში უმცირესობების უფლებების დარღვევისა და ჰესების მშენებლობის საკითხები მოხვდა
საზოგადოება - 12:40, 10 Dec, 2013     1969

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის საკითხი, ასევე ხუდონისა და შუახევის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებიც მოხვდა.

ნანუაშვილის განცხადებით, რელიგიური უმცირესობების დაცვისთვის სამართალდამცავებმა დროულად ვერ იმოქმედეს.

როგორც უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, მისი აპარატი ჰესების მშენებლობების კანონიერებასა და ადგილობრივ მოსახლეობის უფლებების სავარაუდო დარღვევის საკითხს სწავლობს.

"სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში დაგეგმილი ხუდონის და აჭარაში დაგეგმილი შუახევის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის კანონიერების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სავარაუდო დარღვევის საკითხებს. სახალხო დამცველის პირველადი შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი კითხვები ხუდონჰესის მშენებლობისთვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე დასრულებული სახით არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად კი ადმინისტრაციული წარმოებაც არ არის დაწყებული. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან კეთდება საჯარო განცხადებები ჰესის აშენების გარდაუვალობის თაობაზე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

2013 წლის ანგარიშს სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტს მარტში წარუდგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42