სკანდალური აუდიო ჩანაწერების საქმე: პროკურორს ამ დრომდე სჯერა, რომ სიუჟეტში დადგმული სცენა ნამდვილია - მელაძე გამოკითხვაზე იმყოფება
სამართალი - 11:40, 18 Mar, 2021     1656
სკანდალური აუდიო ჩანაწერების საქმეზე ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. მელაძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, პოზიციას არ შეიცვლის და გამოძიებას არ დაუსახელებს წყაროს, რომელმაც ფარული აუდიო ჩანაწერები ტვ პირველს გადასცა:


"პროკურატურა ამ დრომდე არ განიხილავს, არ მსჯელობს და არ იძიებს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. მათი მიზანია რაიმე ფორმით გამოარკვიონ, ვინ იყო ჩენი წყარო, ანუ ვინ მოგვაწოდა ეს აუდიოჩანაწერები, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა ჟურნალისტური გამოძიება. სანამ ეს კანონი ჯერ კიდევ არსებობს და არ გაუუქმებიათ და არ შეუცვლიათ, გვიცავს კანონი, შესაბამისად, არ ვაპირებთ რაიმე ფორმით ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვას, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ეხება, ან დავასახელოთ წყარო, ან გადავცეთ ისეთი მასალები, რომელიც წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება" - განაცხადა მელაძემ.
საქმის პროკურორს ამ დრომდე სჯერა, რომ სიუჟეტში დადგმული სცენა ნამდვილი იყო და აუდიოჩანაწერები ტელევიზიაში კონვერტითა და ფლეშ-მეხსიერების ბარათით მიიტანეს, ამ ყველაფერს კი კამერები იღებდა, რომელიც შემდგომ სიუჟეტში კადრების სახით გავიდა:
"ჯერ უნდა დადგინდეს ჩანაწერების ავთენტიკურობა და როდესაც ეს მოხდება, მერე თავად მტკიცებულებები გვიჩვენებს იმ სავარაუდო მიმართულებებს, არის თუ არა სხვა დანაშაული. ჯერ არ გვაქვს ჩანაწერი, მოგვეცით და დავნიშნავთ ექსპერტიზას. ჩვენ ზუსტად ვითხოვთ იმ აუდიო ჩანაწერს, რომელიც მიტანილი იქნა ტელევიზიაში და რის საფუძველზეც მომზადდა სიუჟეტი. თავად სიუჟეტში იყო გასული, რომ ეს აუდიო ჩანაწერი მიტანილი იქნა კონვერტით და მოთავსებული იყო ფლეშ-მეხსიერების ბარათზე. ბუნებრივია, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ამ სიუჟეტით, თქვენ, შესაძლოა, რეკონსტრუქციას ეძახით ამას, მაგრამ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ სიუჟეტით" - განაცხადა პროკურორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42