ექვსი საათისთვის ბათუმში შტორმს ელოდებიან- ამის შესახებ აჭარიდან სატელევიზიო ჩართვისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რათა ბათუმსა და აჭარის მაღალმთიან რეგიონს აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მაგრამ მინისტრის განცხადებით, ამინდი ისევ გაუარესდა და თუ მოხერხდება სამუშაოების გაგრძელება, დღის ბოლოს ელექტროენერგია მოსახლეობას აღუდგება.
,,ამინდმა თუ მოგვცა სამუშაოების გაგრძელების საშუალება სრულად აღდგება ელექტროენერგია. ბათუმში დილიდან კარგი ამინდი იყო,ახლა კი ისევ გაუარესდა, საღამოს ექვსი საათისთვის შტორმსაც ელოდებიან,“- განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრი აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული დაზიანებული ელექტროგაყვანილობის აღდგენით სამუშაოებს, ადგილზე აკვირდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






