სადაზღვევო კომპანია "არდის“ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ყველაზე დაუდევარი მძღოლები სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, ხოლო ყველაზე მოწესრიგებულები - კერძო კომპანიებში.
ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დაზღვეულთა შორის ყველაზე მეტად სახელმწიფო მანქანები ზიანდება და ხშირ შემთხვევაში მიზეზი მძღოლის დაუდევრობა და გაუფრთხილებლობაა.
სტატისტიკამ ასევე აჩვენა, რომ ყველაზე მოწესრიგებული და პროფესიონალი მძღოლები კერძო კომპანიებში მუშაობენ, რადგან მათი წლიური რისკი 18%-ს არ აღემატება. კერძო კომპანიების შემდეგ, პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ფიზიკური პირები გამოირჩევიან.
სადაზღვევო კომპანია სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამის დეპარტამენტებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ, რათა ავტომობილების დაზიანების შემთხვევები შემცირდეს.
მასალის გამოყენების პირობები






