"მოწმემ დაადასტურა, რომ არაფერი უკანონო არაა" - გვარამიას საქმე
სამართალი - 19:28, 17 Mar, 2021     1542

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა - ის ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მოწმემ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

"დაცვის მხარე ყოველთვის აპელირებდა, რომ ვინაიდან სამშენებლო კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი სახსრები, რათა რეკლამის საფასური გადაეხადათ, ამის სანაცვლოდ მათ მიიღეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა, თუმცა დღეს ჩვენ წარვუდგინეთ მოწმეს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ კომპანიას გააჩნდა საკუთარი სახსრები და სწორედ თანხობრივად მოხდა ფულის გადახდა სარეკლამო სააგენტოსთვის და დაცვის მხარის ეს არგუმენტები, აღნიშნული მოწმის ჩვენებით და წარდგენილი დოკუმენტებით სრულად გაბათილდა," - აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე.

გვარამიას ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ ნათლად დაადასტურა, რომ არაფერი უკანონო არ მომხდარა.

"რეალურად, მოწმემ განაცხადა, რომ დავალიანება ნამდვილად არსებობდა, კერძოდ, სამშენებლო კომპანიას ჰქონდა დავალიანება. "სეილსჰაუსი" და თვითონაც სარეკლამო სააგენტო ცდილობდნენ ამ დავალიანების მიღებას, თუმცა ვერ მოახერხეს ეს და შემდეგ მოხდა შეთანხმება, რომ უძრავი ქონებით მომხდარიყო ამ ვალდებულების გაქვითვა. არაფერი, ბუნებრივია, ამაში უკანონო არ არის და ესეც ნათლად და ცალსახად დაადასტურა მოწმემ", - ამბობს ადვიკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობითთანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42