საქართველოში გამოკითხულთა 34,6% ცოლის ცემას გამართლებულად მიიჩნევს
საზოგადოება - 10:54, 10 Dec, 2013     1632

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 34,6% მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია, თუკი ის შვილებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს წვავს, უარს ამბობს სექსზე ან ნებართვის გარეშე გადის სახლიდან.

ამავე კვლევის მიხედვით, ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულად რესპონდენტთა 69%-ს მიაჩნია, 25% კი თვლის, რომ ის მხოლოდ ოჯახის საქმეა. რაც შეეხება ქალის რეაქციას ძალადობაზე, გამოკითხულთა ასევე 69% მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ის ქმარს უნდა დასცილდეს, 17% კი თვლის, რომ ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს.

ძალადობის შემთხვევაში პოლიციისთვის მიმართვას მეგობარს მხოლოდ გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი ურჩევდა. დოკუმენტის მიხედვით, პოლიციისადმი არმიმართვის ძირითადი მიზეზები სირცხვილი, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიში და დაუცველობის გრძნობა - ქმრისგან კიდევ უფრო დიდი ძალადობის მოლოდინია.

გამოკითხულთა 77,8 %-ს ოჯახში ძალადობა ძალიან ან საკმაოდ ხშირ მოვლენად მიაჩნია, 9,6%-ს კი აქვს შიში, რომ ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა მისი ახლობელი ადამიანი გახდეს.

კვლევა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში ჩაატარა.

სულ 18-დან 60 წლამდე ასაკის 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. მათ შორის, 65.1% - ქალია და 34.9% - მამაკაცი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42