ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დასრულდა. სასამრთლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მელაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განმარტა, კონკრეტულად რა აინტერესებდა გამოძიებას:
"აინტერესებდათ კომუნიკაცია ხომ არ მქონდა ლევან მამალაძესთან ამ ინტერვიუს შემდეგ ან ლევან მამალაძის მიერ დასახელებულ პირებთან, რომლებიც სავარაუდოდ, გეგმავდნენ ჩვენი სიცოცხლის მოსპობას. ასევე კითხვა იყო, მანამდე ხომ არ ვიცნობდი მათ და მქონდა თუ არა კომუნიკაცია და ვუპასუხე, რომ მე ვარ ჟურნალისტი და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია და ოდესღაც შეიძლება მქონდეს ჩაწერილი ინტერვიუ" - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
შეგახსენებთ, 12 მარტს შსს-მ ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები