მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების ახლობლები არიან შეკრებილი. მათი თქმით, მოსამართლე ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.
საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ კი სასჯელის ზომას მოსამართლე სწორედ დღეს განსაზღვრავს.
მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედა ნინო ქვრივიშვილი ამბობს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"არნაირი მტკიცებულება არ იყო, მხოლოდ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება იყო. თითქმის მთელი ცხოვრებაა, ცხოვრებას აკარგინებენ ბავშვებს, მოუსპეს ახალგაზრდობა, რის გამო, არაფერი რომ არ ჩაუდენიათ იმის გამო?"- განაცხადა ქვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები