პატიმართა შიმშილობის ფაქტებზე ნანა კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 10:18, 10 Dec, 2013     1816

სასჯელაღსრულების ადგილებში პატიმართა მასობრივი შიმშილობის გამო განცხადება გაავრცელა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ, რომელმაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით პატიმართა წუხილი გაიზიარა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა. 

ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან ერთად, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ეს პრობლემა, ცდილობს გამონახოს გზა, რათა სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს:

„საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დადგენის კომისიის შექმნის გადავადებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდი¬ნა¬რე მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით გვინდა, განვაცხადოთ, რომ ვიზიარებთ იმ შეშფოთებას და წუხილებს, რომელიც ხელისუფლების მიერ აღნიშ¬ნული გადაწყვეტილების მიღებამ გამოიწვია, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა უკანონოდ და უსამართლოდ მსჯავრდებულს და მათ გულშემატკივარს, ვინც ჩართულია პროტესტის ისეთი მძაფრი და მძიმე ფორმით გამოხატვაში, როგორიცაა შიმშილობა.

ამიტომ, ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან ერთად, ვისაც ასევე გულწრფელად აწუხებს აღნიშნული პრობლემა, ვცდილობთ, გამოვნახოთ ალტერნატიული და ეფექტური გზები, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლიანობდების აღდგენის გზაზე. ჩვენი მოლაპარაკებები ხელისუფლების პასუხისმგებლობის მქონე წარმომადგენ¬ლებთან ამ ეტაპზე გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება და მისაღები იქნება ის გზა, რომელსაც ჩვენი ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მიიღებს ხელისუფლება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება უფრო კონკრეტული, ეფექტური და დროში გაწერილი, ვიდრე ეს იქნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომი¬სიის შექმნის შემთხვევაში. ჩვენი მიზანია სამართლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭ¬რის მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმა, რასაც, იმედი გვაქვს, მივაღწევთ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული მოლაპარაკების შედეგად და ეს გადაარჩენს მრავალი მოშიმშილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“ – ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42