სუბარის უწყება - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშლეთა რაოდენობამ იკლო
საზოგადოება - 10:16, 10 Dec, 2013     1789

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშლეთა რაოდენობამ იკლო, ამის შესახებ სუბარის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში 2013 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით 128 მსჯავრდებული და ბრალდებული შიმშილობს, მათი ერთი ნაწილის მოთხოვნა ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და 223-ე პრიმა მუხლის გაუქმებაა, მსჯავრდებულების მეორე ნაწილი კი საქმეების გადახედვას ინდივიდუალურად მოითხოვს.

128 მსჯავრდებულიდან გარკვეული ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შეკრებითობის წესის გაუქმება ყველა მსჯავრდებულზე თანაბრად არ აისახა. 2013 წლის 17 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის შემთხვევაში შეკრებითობის ან შთანთქმის პრინციპის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

ყველა მოშიმშილე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და თითეულ მათგან სამედიცინო პერსონალისგან სათანადო ყურადღება ექცევა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აღნიშნულ მსჯავრდებულებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, შეწყვიტონ შიმშილობა და დაელოდნონ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები 19-ე დღეა შიმშილობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42