ტრეფიკინგი ნინოწმინდაში - სომხეთის 3 მოქალაქე 4 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ფერმაში მყოფ ქოხში მუშაობდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ოფიციალური ინფორმაციით, გაუსაძლის პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მამა-შვილი ამუშავებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ წლების განმვალობაში დაზარალებულები ანაზღაურების გარეშე მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, უზღუდავდნენ გადაადგილებას, მათ მოქმედებებს გარე სათვალთვალო კამერების საშუალებით აკონტროლებდნენ, ჩამორთმეული ჰქონდათ საბუთებიც.
სამი პირის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით მამა-შვილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურები ადამიანებით ვაჭრობის სავარაუდო შემთხვევით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ერთ–ერთმა მსხვერპლმა ფერმიდან გაქცევა მოახერხა. ახალგაზრდა მამაკაცი საზღვრის გადაკვეთას საბუთების გარეშე შეეცადა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხებიან მოწმეები, არ არის გამორიცხული, დაზარალებულის სტატუსი სხვა პირებსაც მიენიჭოთ.
მასალის გამოყენების პირობები