"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს - საქმე ეხება მათი განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეს.
ნოდარ მელაძის თქმით, ეს გამოძიება ფორმალური ხასიათისაა და ამ საქმესთან დაკავშირებით, უწყებას ერთადერთი მტკიცებულება ლევან მამალაძის განცხადება აქვს და საქმეში სხვა მტკიცებულებები არ არის.
ჟურნალისტი მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით ახალ მუქარებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდება, რაც ასევე გამოძიების დაწყების საფუძველია, თუმცა ის ამ დრომდე არ დაწყებულა.
"ჩემი პოზიციაა, რომ ასეთ საქმეებზე მოხდეს გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან... ..მამალაძის ინტერვიუდან გამომდინარე, შემოგვთავაზეს სახელმწიფო დაცვის სამსახური, რაზეც უარი ვთქვით. ამის მიზანია ჩვენი, გამომძიებელი ჟურნალისტების კონტროლი..
გამოძიება არ დაწყებულა, გამომძიებელმა მკითხა, ეს იყო ჩემთვის მქუარა თუ შეურაცხყოფა, როდესაც აქ იყო კონკრეტულად მუქარა და ჩემს განწყობას ელოდებოდნენ.. ბატნონი წიკლაურის საჯარო განცხადება მყისიერი საფრთხეა ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის და გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის.. ..ჩვენ გარეშეც შეეძლოთ ეს გაკეთებინათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გომელაური ივანიშვილის პირადი დაცვაა და მას გააჩნია პირადი კონტაქტი ბატონ წიკლაურთან, რადგან ის ბერას პირადი მცველია, ყველაფერს თავისი სახელი მარტივად ერქმევა, - ამბობს მელაძე.
ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალაცაა დაბარებული. 16 მარტს ის აუდიოჩანაწერების საქმეზე უნდა გამოკითხონ.
ცნობისთვის, TV პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ნოდარ მელაძეს სოციალურ ქსელში ემუქრებიან. პოსტი ბერა ივანიშვილის მეგობარმა და ანზორ ჩუბინიძის მოსწავლემ, მიხეილ წიკლაურმა გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები