პატიმრობის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და შანტაჟი - ხელისუფლების მიმართ ევროსაბჭოს მინისტრთა უმწვავესი კრიტიკა მერაბიშვილის საქმეზე
სამართალი - 12:53, 15 Mar, 2021     2054

ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტი ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და მასზე ზეწოლის ეპიზოდის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას არაეფექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს.

შენიშვნათა ჩამონათვალს მერაბიშვილი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 6 პუნქტიან ჩამონათვალში წერია, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა დაუსაბუთებელი იყო, პროკურატურამ კი ეს პერიოდი ყოფილი პრემიერისგან გარკვეული ინფორმაციის მისაღებად შანტაჟისთვის გამოიყენა:

"1. განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5§3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამრთლო გადაწყვეტილებაში. აგრეთვე მე-18 და 5§1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევასთან დაკავშირებით რაც განპირობებული იყო წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივოებული პერიოდის გენერალური პროკურორის მიერ არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი - განეხორციელებინა ზეწოლა განმცხადებლის მიმართ რაც მიზნად ისახავდა მის მიერ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც არ იყო კავშირში სისხლის სამართლის საქმესთან.

გამოძიებასთან მიმართებაში:

2. განაახლეს დისკუსია ძველ მიგნებებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება ეფექტიანი გამოძიების შეფასების კრიტერიუმებს მე-18 მუხლის ყველა ასპექტში დარღვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.

3. ხაზგასმით გაიმეორეს, რომ კითხვები კვლავ რჩება მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში რომელსაც აწარმოებს გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი. ეს აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასამრთლოს ჰქონდა მიგნებები, რომლებიც შეეხებოდა წინა გამოძიებას რასაც ასევე აწარმოებდა პროკურატურის იგივე დანაყოფი, იგივე ხელმძღვანელობის პირობებში 2016-17 წლებში. აგრეთვე აღინიშნა მოწოდება ხელისუფლების მიმართ მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტი რომელიც რეკომენდირებულია შეირჩეს სამდივნოსთან კონსულტაციების შედეგად.

4. გამოხატეს სერიოზული შეშფოთება გამოძიების მოწადინების, საფუძვლიანობასა და დროულობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს რომ უზრუნველყონ შესაბამისი ზომების დროული მიღება, რათა ყველა არსებული საკითხი ზედმიწევნით გაანალიზდეს და შესაბამისი ახსნა მოინახოს. მოთხოვნილი საგამოძიებო ღონისძიებები უნდა იყოს საფუძვლიანად შესრულებული და ყველა დასკვნა უნდა იყოს სათანადოდ მყარი.

ზოგად ზომებთან მიმართებაში:

5. მე-18 მუხლთან მიმართებაში სასამართლოს მიგნებების სერიოზულობისა და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს პასუხისმგებელ პირებს მოახდინონ იმპლემენტაცია იმ რეფორმებისა, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რომელიც დაეფუძნება იმ ნაბიჯებს რაც გადაიდგა 2018 წლის კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში და უზრუნველყოფს შემდგომ ეფექტურობას ევროპის საბჭოს შესაბამის რეკომენდაციების მიხედვით; აგრეთვე სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების გაფართოებას იმ საქმეების ჩათვლით, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე -18 მუხლის დარღვევა;

6. მოითხოვეს ხელისუფლებისგან მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტული და მიზნობრივი ზომების შესახებ, განსაზღვრულ გრაფიკთან ერთად, ამ საქმის შემდეგი განხილვამდე, 1411-ე შეხვედრამდე.

მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს კომიტეტი ითხოვს, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ჩატარდეს სწორი გამოძიება, გამოვლინდეს დამნაშავე და უმკაცრესად დაისაჯოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42