რატომ იტყუება? რა მიზანი აქვს? ტყუილია ჭკადუას განცხადება რომ ადვოკატებმა ნიკას მოხსნა მოითხოვეს ტურნირიდან! - ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარე
სამართალი - 16:30, 13 Mar, 2021     2534

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჩოგბურთელის ადვოკატი, ირმა ჭკადუა მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მათ მოითხოვეს, ბასილაშვილს ტურნირებში ასპარეზობის უფლება შეეზღუდოს.



“გუშინ, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს საერთაშროსიო ორგანიზაციებს, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მიმდინარე ტურნირებში მონაწილეობის შეზღუდვის მოთხოვნით. ამავე სიუჟეტში გამოყენებულია ნელი დოროყაშვილის ორი ადვოკატის მოსაზრება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას რომ სწორედ ადვოკატებს ეკუთვნით ამგვარი მოთხოვნა.


ცალსახად ვამბობთ რომ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და ემსახურება ერთის მხრივ ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, ხოლო მეორეს მხრივ, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ნელი დოროყაშვილის, როგორც დაზარალებულის, დამატებით ფსიქოლოგიურ დათრგუნვას.


აღნიშული ცრუ განცხადების გავრცელებას ხელი შეუწყო მედია საშუალებამ, რომელმაც არ გადაამოწმა ფაქტი, არ დააბალანსა სიუჟეტი და შესაბამისად არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რითაც ირიბად შეუწყო ხელი დაწყებული დისკრედიტაციის კამპანიის წარმატებით გაგრძლებას.


შესაბამისად მოვუწოდებთ ადვოკატ ირმა ჭკადუას, იხელმძღვანელოს პროფესიული ეთიკის წესებით და ისე განახორციელოს პროფესიული მოვალეობა. არ გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია და ამით პატივი სცეს როგორც პროფესიას ისე კოლეგებს. ამავდროულად მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, პატივი ეცით მაყურებელის მოლოდინს მიიღონ გადამოწმებული, დაბალანსებული და შესაბამისად, სწორი ინფორმაცია”. – აცხადებს PHR.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42