ბაჩალიაშვილის საქმე - მარი შარაშიძეს ბრალი წაუყენეს
სამართალი - 13:24, 12 Mar, 2021     53702
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალი წაუყენეს - ინფორმაციას ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ავრცელებს.

რამიშვილის ვარაუდით, ამ ფაქტს ახლა გამოძიება ოჯახისა და დაცვის მხარის საწინააღმდეგიოდ გამოიყენებს.

ადვოკტი საგანგებო განცხადებას დღეს, 15:00 გააკეთებს.

რაც შეეხება მთავარ პროკურატურას, მარი შარაშიძეს ბრალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარედგინა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა ე.წ. „სქრინშოტები“, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის თითქოსდა სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ბრალდებულ მ.შ.-ს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, კერძოდ, მ.შ.-ს სარგებლობაში არსებული სოციალური ქსელის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მ.შ.-მ 2021 წლის 2 იანვარს, მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ facebook პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო. აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook პროფილთან, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში „მარი შარაშიძის“ სახელით, რის შედეგადაც დაამზადა facebook-ის messenger-ით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ვითომდა ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა.

მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მოსამართლის მიერ მ.შ. გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მას ჰქონდა სოციალურ ქსელ facebook-ის messenger-ით ურთიერთობა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. ასევე მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მ.შ.-მ დაადასტურა გამოძიებისთვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი ფოტოსურათების ნამდვილობა, მაშინ როცა ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან და წარმოდგენილი ცრუ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები დამზადებულია უშუალოდ ამ უკანასკნელის მიერ.

მ.შ.-ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42