ლისის ტბის მიმდებარეთ სხვისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების გამო 3 პირი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბერში დაირეგისტრირეს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, კანადის მოქალაქის სახელზე რიცხული 1001 მ2 მიწის ნაკვეთი. გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება".
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები