ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის, შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ შსს-მ მათ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა შესთვაზა, თუმცა თავადვე განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ჟურნალისტების გამოკითხვის საჭიროებას ვერ ხედავენ.
მელაძეს განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ "ოცნების" ხელისუფლებას თავად აქვს დაგეგმილი ანგარიშსწორება და ცდილობს, ეს სხვას დააბრალოს. მისი თქმით, მსგავსი ინტერვიუები სამთავრობო მედიაში შემთხვევით არ ხვდება.
შეგახსენებთ, რომ ლევან მამალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიTV პირველის ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები