იაპონელი პოლიტოლოგი აკიო კავატო იაპონიის ხელისუფლებას კურილის კუნძულების საკითხის გადასაწყვეტად რადიკალური ზომებისკენ მოუწოდებს.
ყოფილი დიპლომატი აცახდებს, რომ ტოკიომ მოსკოვს უნდა აჩვენოს კონტინენტურ რუსეთსა და სამხრეთ კურილის კუნძულების შორის არსებული სრუტეების, რომლებიც კუნძულების მომარაგების მთავარ მარშრუტს წარმოდგენს, ბლოკადაში მოქცევის მზადყოფნა.
ამასთან, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი მაშუინ უნდა გადადგას, როდესაც რუსეთი ისეთივე სუსტი იქნება როგორც 90-იან წლებში. იაპონიაში ეს განცხადება სკეპტიკურად მიიღეს, რადგან თვლიან, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის საგრძნობი დასუსტება მოსალოდნელი არ არის.
შეგახსენებთ, კურილის კუნძულები მთლიანად რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მის სამხრეთით მდებარე ორ დიდ კუნძულს, ისევე როგორც პატარა კუნძულებს — სიკოტანსა და ჰაბომაის, იაპონია მის მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს. ეს დავა „კურილის კუნძულების კონფლიქტითაა“ ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






