თუ ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენია შენი სექსუალურობა, ახლა სწორედ ამის გაკეთების დროა. ქვემოთ წარმოდგენილია წესები, რომლებიც თითოეულმა ქალმა უნდა აითვისოს:
თუ მიღება გსურს, გაცემაც უნდა იცოდე.
ძვირფასო, ეგოიზმი არ არის სექსუალური.
ისაუბრე იმის შესახებ, თუ რა გსურს პარტნიორისგან საწოლში.როგორც არ უნდა ეცადო, შენმა კაცმა აზრების ამოკითხვა არ იცის. თუ მისი ქცევა საწოლში არ აღგაგზნებს, უთხარი. ანახე, როგორ უნდა გააკეთოს. მომთმენი იყავი.
ნუ იმიტირებ ორგაზმს ხშირად.
ყველას გაგვიკეთებია ეს, და ამაში სასირცხვილო არაფერია. მაგრამ თუ იმაზე უფრო ხშირად იმიტირებ, ვიდრე ნამდვილად თავბრუდამხვევ ორგაზმს განიცდი, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე.
ნუ იქნები იმასთან, ვისთვისაც პირველ ადგილზე არ ხარ.
გაიმეორე: ღირსეული კაცი არასდროს დააყენებს თავის სიამოვნებას ჩემსაზე მაღლა. სხვა სიტყვებით, შენ მიხვდები, რომ კარგი წყვილი იპოვე, თუ ხედავ, რომ მას შენი აღგზნებაც აინტერესებს.
ნუ გეშინია ხმების გამოცემის.
შეგიძლია იყვირო, იწივლო, იკვნესო - ნებისმიერ შემთხვევაში, იამაყე საკუთარი თავით. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი გრძნობების გამოხატვა როგორც საძინებელში, ისე მის გარეთაც.
მაშინვე ნუ უკუაგდებ კაცს, რომელთანაც პირველ ჯერზე არ მოგეწონა.
როგორც წესი, ახალ პარტნიორთან პირველი აქტი ყოველთვის უცნაურად გეჩვენება. კარგი სექსი პრაქტიკას მოითხოვს, ამიტომაც ნუ განსჯი მას, თუ მასთან პირველი სექსი არ მოგეწონა.
შენი ძირითადი წესები უნდა დაიცვა, მაგრამ ამასთან, სიახლეებისთვის ღია უნდა იყო.
ყველას გვაქვს ისეთი რაღაც, რასაც ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ. ეს ნორმალურია, როდესაც ამბობ, რომ არ გსურს რამე კონკრეტულის გაკეთება. მაგრამ თუ რამე მიმზიდველი გეჩვენება ერთი თვის ან წლის შემდეგ, საკუთარი წესების შეცვლის არ შეგეშინდეს.
არ ხარ ვალდებული, ყოველთვის უთხრა „კი“.
თუ დღეს საღამოს ამით დაკავება არ გინდა ( იმ უამრავი რამისგან განსხვავებით, რითიც დაკავებასაც ისურვებდი), არ მისცე მას შენი იძულების უფლება. ნუ ხარ მორიდებული.
თუ ყოველთვის ეუბნები „არა“-ს, დროთა განმავლობაში ეს ნებისმიერ ურთიერთობებს გაანადგურებს.
უარის თქმაში სექსუალური არაფერია. იმისთვის რომ ახლო ურთიერთობა გქონდეთ, შესაბამისად უნდა მოიქცეთ. სექსი რომც სწრაფი იყოს, სანამ მაღვიძარა დარეკავს.
კაცები, რომლებიც თვლიან, რომ პრელუდია საჭირო არ არის, ბანძები არიან.
სერიოზულად.
არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ის ავლენდეს ინიციატივას.
სცადე, შეიძლება მოგეწონოს. ისევე, როგორც მას.
კაცს არ აინტერესებს, რომ არ ხარ იდეალური, ის შენს სექსუალურობას აქცევს ყურადღებას.
არ გაქვს იდეალური თეძოები? შუბლზე მუწუკი გამოგივიდა? ის ამას ვერ ამჩნევს. მისთვის მნიშვნელოვანია, ხედავდეს, რომ საკუთარ თავს მოსწონხარ.
ნუ განსჯი სხვების სექსუალურ ცხოვრებას.
არ უკუაგდო კოცნების მნიშვნელობა.
ინტიმური ცხოვრება შეიძლება კიდევ უფრო ვნებიანი გახდეს, თუ ყველა თავისი გრძნობის ერთდროულად სტიმულირებას ისწავლი.
ხანგრძლივ ურთიერთობებში შენთვის დაიტოვე დეტალები.
ურთიერთობების განსაკუთრებული მომენტები თქვენ შორის დარჩეს.
სიამოვნება მიიღე.
გათიშე ტვინი, გაუშვი ყველა შენი განცდა და მიეცი თავის თავს სიამოვნების მიღების უფლება. შეიძლება 20 წლის აღარ ხარ და 30 და 40 წელიც მალე გაფრინდება, მაგრამ კარგმა სექსმა ასაკობრივი შეზღუდვა არ იცის.
მასალის გამოყენების პირობები






