euronews-მა ევროპის წამყვან ქვეყნებში მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა იმის შესახებ, თუ როგორ გაართვეს თავი ევროპელმა ლიდერებმა პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისს თავიანთ ქვეყნებში. გამოკითხვა 4 ქვეყანაში – გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა.
კითხვაზე ამჟამად იღებენ თუ არა მართებულ ზომებს გერმანიის/საფრანგეთის/იტალიის/დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებები კორონავირუსის პანდემიის გასამკლავებლად, შედეგები ასეთია:

კვლევის შედეგად, მთავრობის მოქმედებით ყველაზე მეტად კმაყოფილნი დიდ ბრიტანეთში არიან. გერმანიასა და იტალიაში დადებითი და უარყოფითი შეფასებები დაახლოებით თანაბარია. რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყნის მოსახლეობის 58% უარყოფითად აფასებს ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას.
კითხვაზე, რამდენად კარგად გაართვეს თავი მერკელმა/მაკრონმა/დრაგიმ/ჯონსონმა კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს, შედეგები ასეთია:

საფრანგეთის პრეზიდენთის ემანუელ მაკრონის ქმედებას კორონავირუსის კრიზისის დროს საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 25% იწონებს. თავის მხრივ, მარიო დრაგის, ანგელა მერკელსა და ბორის ჯონსონს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ თავიანთ ქვეყნებში. მათ შორის მოწონების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ანგელა მერკელს აქვს, რომლის საქმიანობასაც დადებითად აფასებს მოსახლეობის 48%.
მასალის გამოყენების პირობები






