„თქვენ უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ გახდეთ ისტორიის ნაწილის მფლობელნი - ლენინის ძეგლის ნაწილების სახით, ძეგლის, რომელიც კიევში, შევჩენკოს სახელობის ბულვარზე, 1946 წლის 5 დეკემბერს აღმართეს და 2013 წლის 8 დეკემბრამდე იდგა. მონუმენტი იშვიათი მასალისგან, კარელიის კვარციტით იყო დამზადებული, სწორედ აღნიშნული კვარციტით დაამზადეს მოსკოვის მავზოლეუმი. მონუმენტი მოქანდაკე სერგეი მერკუროვმა შექმნა. “, - აღნიშნული მიმართვა ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით ვრცელდება.
აუქციონზე ლენინის ძეგლის ნაწილები იყიდება და მისი შესყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მაგალითად, შესაძლებელია მარჯვენა მტევნის შეძენა 1000 უკრაინულ გრივნად (212 ლარად).
ლენინის მონუმენტის ნაწილების ღირებულება მათი წონისა და „მნიშვნელობის“ მიხედვით განისაზღვრება:
ხელის მტევნის წონა 13 კილოგრამია, მკლავი 17 კილოგრამი, რომელიც 750 გრივნა ღირს (159 ლარი).
ფეხების ნაწილები კილოგარმი 50 გრივნად არის შეფასებული (10,6 ლარი). „ლენინის თავი“ კი შეუფასებელია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 დეკემბერს აქციის მონაწილეებმა ლენინის მონუმენტი ბესარაბიის მოედანზე, კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს.
მასალის გამოყენების პირობები






