თელავში მშობლებისა და ბების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის უფლებადამცველმა მოსამართლე მამუკა წიკლაურს მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა და განმარტა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, რამაც, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი დანაშაული თელავში 7 მარტს მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრების მკვლელობის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები