"დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობის დაზიანებებია. დაზიანებები გამოიწვია წუხანდელმა თოვამ და ქარბუქმა. სულ გათიშულია 155 000 აბონენტი. პირველადი ინფორმაციით, დაზიანებების უმეტესობა არის მაღალი ძაბვის მხარეს, თუმცა დაზიანების ადგილები ნაპოვნია და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგია არ მიეწოდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მთლიანად გათიშულია ხულოს, ქედას, ბაღდათისა და ვანის რაიონები. მობილიზებული არიან ენერგოგამანაწილებელი კომპანიების ბრიგადები. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს და ამინდის პირობებიდან გამომდინარე, აბონენტებისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. გათიშვები არ დაფიქსირებულა დედაქალაქში. რაც შეეხება ზარალს, ჯერ დათვლილი არ არის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






