თუ TikTok–ის მიმდევარი ხართ, სავარაუდოდ გეცოდინებათ ექიმ კარან რაჯიზე, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს მითებს და გვესაუბრება ფაქტებით, თუმცა, ამჯერად მან საკმაოდ სკანდალური და ცოტა არ იყოს დაუჯერებელი განცხადებაც გააკეთა.
მისი თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ყავის მარცვლები, რომელსაც ვფქვავთ და კოფეინიან სასმელს ვიმზადებთ ტარაკნებისა და სხვა მრავალი მწერის ნაწილაკებს შეიცავდეს.
მისი განცხადებით, ეს ყოველივე ძალით არ კეთდება. მწერები ხშირად შემთხვევით ხვდებიან იმ პაკეტებში, რომლებშიც ყავის მარცვლებია დაფასოებული. დძელი გზის გავლისას კი იხოცებიან, ხმებიან და იფშვნებიან.
მისივე თქმით, არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყავის მწვანე მარცვლის 10% დაბინძურებულია ტარაკნებისა და სხვა მწერების ფეკალიებით. ყავის აპარატებსა და მადუღარებს კი მათი თერმულად დამუშავება ბოლომდე არ შეუძლიათ, შედეგად ეს ყოველივე ყავასთან ერთად „მზადდება“.
ამ ყოველივეში არის ლოგიკა და შედეგად, თითოეული ტქვენგანის გადასაწყვეტია, დალევთ თუ არა სამომავლოდ ამ სასმელს.
მასალის გამოყენების პირობები






