ქართველი ჟურნალისტი „ბერკუტს“ „ნაციონალების“ ცემას, სარდაფში ჩაყრას და გაუპატიურებას ურჩევს
საზოგადოება - 14:23, 09 Dec, 2013     9091

„ბერკუტელებო“, დაჰკარით ,,ჰელმუტელებს!“- ამ სათაურით სტატიას ,,ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს.

„ვინ არიან და სად არინ ჰელმუტელები? -ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს ქართველი ჰელმუტელები კიევში არიან, რევოლუციურ ტრიბუნაზე დგანან და მხარს უჭერენ უკრაინის ევროპულ კურსს“- წერს ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე.

ჟურნალისტი განმარტავს, თუ რას ნიშნავს სიტყვა ,,ჰელმუტელი“ და აღნიშნავს, რომ ამ ტერმინის გამომგონებელს ეს ,,ნოუ ჰაუ“ სამსახურის დაკარგვად დაუჯდა:

„ზეზვა მედულაშვილთან გახლავთ დაკავშირებული, ასე მან მოიხსენია ცნობილი ქალბატონი ,რომელიც თურმე გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის ფანი ყოფილა, როგორც ,,ლენინელი“ , ,,სტალინელი“ არსებობს, ასეთივე ტერმინია ,,ჰელმუტელი“- განმარტავს ,,ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი.

„გიორგი ბარამიძე, ცნობილი მკვლელი და მიხეილ სააკაშილის ჯიბის ცერბერი, კობა ხაბაზი, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი, და ავადსახსენებელი ზურაბ ადეიშვილის საყვარელიძე- დიდი დავითი, რომლებიც კიევში სააკაშვილის მეთაურობით ახალი ,,ფორთოხლისფერი რევოლუციის“ მოსაწყობად ემზადებია, სწორედ ჰელმუტელები არიან!“ -წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტი წუხს, რომ საქართველოში ამ ჩამოთვლილი პირების დასჯა ვერ მოხერხდა და იმედს გამოთქვამს, რომ ამას ,,ბერკუტი“ გააკეთებს:

„ბიძინა ივანიშვილმაც არაერთხელ თქვა, რომ ხელისუფლება მოწადინებულია ,,ნაცმოძრაობას“ სახე შეუნარჩუნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დამაქცევარ სექტას უბატონოდ კაცი ხმას ვერ გასცემს. ამ სიტუაციაში გამოსავალი ერთია - ისევ ბერკუტელებმა უნდა გვიშველონ!“- წერს ჟურნალისტი ჩუბინიძე.

ჟურნალისტი იმედს გამოთქვამს, რომ კიევში ,,ბერკუტი“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ,,აბურთავებს“. სტატიის ავტორი ,,ბერკუტს“ ასწავლის, როგორ გაუსწორდნენ იქ ჩასულ ,,ნაციონალებს“. მოუწოდებს ჩაყარონ დილეგში, აწამონ, გააუპატიურონ და ეს ყველაფერი ფირზე ასახონ და ტყეში დამარხონ ვიდეომასალა.

თუ ცემისას რომელიმე შემოაკვდებათ, ჟურნალისტი ურჩევს, გვამები საფუნთუშის სახურავზე შემოაწყონ ან მდინარე დნეპრში ჩაყარონ. ამ სტატიის დასაწყისში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე მკითხველს უხსნიდა, რომ სტატიის სათაურის გამო ცუდი არაფერი ეფიქრათ, რადგან რედაქცია პატივს სცემდა მკითხველსა და მათ თვალსა და ყურს არანაირ სიბინძურეს არ გააკარებდა.

„პატივცემულო მკითხველო, ეს ერთი შეხედვით სკაბრეზული სათაური ნუ დაგაბნევთ და ცუდს ნურას იფიქრებთ! ჩვენ იმდენად დიდ პატივს ვცემთ თქვენს მაღალ გემოვნებას, გამორიცხულია, თქვენს თვალსა და ყურს სიბინძურე გავაკაროთ! სინამდვილეში, ყველაფერი სულ სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე სათაურიდან ჩანს! საქმე ის გახლავთ, რომ კიევში, შესაძლოა უკრაინელ ბერკუტელებსა და ქართველ ჰელმუტელებს შორის სისხლი დაიღვაროს!“- განმარტავს ჟურნალისტი სტატიის ,,სკაბრეზული“ სათაურის მიზეზს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42