8 მარტს ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე 110-ე ჯერ აღინიშნება - საინტერესო ფაქტები
ეს საინტერესოა - 18:58, 07 Mar, 2021     1681

2021 წელს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, მსოფლიოში 110-ე ჯერ აღინიშნება. ეს დღესასწაული ყველაზე პოპულარული რუსეთში და პოსტსაბჭოტა სივრცის ქვეყნებშია, თუმცა აქ მისმა თავდაპირველმა მნიშვნელობამ მეტამორფოზა განიცადა - ქალთა უფლებების დაცვისა და სქესთა შორის თანასწორობისათვის ბრძოლის დღიდან ის ოჯახური ღირებულებებისა და სიყვარულის გამოხატვის დღედ გადაიქცა. სხვა ქვეყნებშ 8 მარტი ნაკლებად პოპულარულია, თუმცა, ის გაეროს მიერ ოფიციალურ თარიღად არის აღიარებული. გთავაზობთ რამდენიმე ინფორმაციას, რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდით.

საიდან წარმოიშვა ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის აღნიშვნის იდეა

იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო.

ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1908 წლის 28 თებერვალს. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო საათების შემცირებაა და საარჩევნო ხმის უფლებას ითხოვდნენ. პოლიციამ აქცია დაარბია. შემდეგ წელს აშშ-ის სოციალისტურმა პარტიამ წარმოადგინა იდეა, რომ ეს დღე "მშრომელ ქალთა დღედ" გამოცხადებულიყო.

1910 წლის აგვისტოში ცნობილმა გერმანელმა სოციალისტმა კლარა ცეტკინმა კოპენჰაგების კონფერენციაზე წამოაყენა იდეა დაწესებულიყო "ქალთა თანასწორობისა და ე,ამსიპაციის საერთაშორისო დღე. ამ იდეას 17 ქვეყნის ასამდე დელეგატმა ერთხმად დაუჭირა მხარი და ეს დღა 1911 წელს პირველად აღნიშნეს გერმანიაში, ავსტრო-უნგრეთში, შვეიცარიასა და დანიაში.

რატომ 8 მარტი?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალთა დემონსტრაცია ნიუ-ორკში 18 თებერვალს გაიმართა. კლარა ცეტკინს ქალთა საერთაშორისო დღის დაწესებისას კონკრეტული დღე არ დაუსახელებია, ხოლო გერმანიაში ქალთა უფლებების დაცვის დღე პირველად 19 მარტს აღნიშნეს. სხვადასხვა ქვეყანაში ეს დღე 2, 9 და 12 მარტს აღინიშნებოდა.

8 მარტს რუსული საწყისი აქვს - 2017 წლის 23 თებერვალს (ახ. სტილით 8 მარტს) პეტროგრადში სამ,კერვალო ფაბრიკების მუშა ქალები გაიფიცნენ ლოზუნგით "პური და მშვიდობა". ამ აქციას სხვა გამოსვლები და თებერვლის რევოლუცია მოჰყვა - ერთი კვირის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა ტახტზე უარი განაცხადა,

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნებოდა როგორც ცარიზმის დამხობის მთავარი კატალიზატორი. თუმცა, შემდგომ ის ოქტომბრის ბოლშევიკურმა გადატრიალებამ დაჩრდილა. ხოლო 8 მარტი ქალტა საერთაშორისო სოლიდარობის დღედ დარჩა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტურმა და კომუნისტურმა პარტიებმა აიტაცეს.

1975 წელს 8 მარტი გაერომ ოფიციალურად გამოაცხადა "ქალთა მიღწევებისა და სქესთა უთანასწორობის პროტესტის დღედ".

8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

ზეიმი თუ პროტესტი

როგორც აღვნიშნეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში 8 მარტი ზეიმის ხასიათს ატარებს.ის უქმე დღეა და მამაკაცები ქალებს ყვავილებსა და სხვადასხვა საჩუქრებს ჩუქნიან. ჩინეთში 8 მარტს ქალები მხოლოდ 4 საათს მუშაობენ.

იტალიაში 8 მარტს მიმოზებს ჩუქნიან - ეს ტრაციცია რომში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა.

აშშ-ში მარტი ქალთა თვედ არის გამოცხადებული და პრეზიდენტი ყოველწლიურად ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკელ ქალთა მიღწევებსა და დამსახურებებზე არის ხოლმე საუბარი,

თუმცა, დანარჩენ მსოფლიოში ის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლისა და პროტესტის დღეა. ქალთა უფლებადამცველი მოძრაობები ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაცია „ავრორას“ საიტზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს.

წელს, კორონაპანდემიის გამო, მსოფლიოში სარვამარტო ღონისძიებები ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.

რა საჭიროა ქალთა დღე?

გაეროს პროგრამა "გაერო-ქალების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მათქვამია, რომ კორონაპანდემიამ გენდერული თანასწორობის საკითხში ბოლო 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი ნულამდე4 დაიყვანა. ლოქდაუნების გამო, სახლში მყოფ ქალბატონებს სამსახურეობრივი მოვალეობის ონლაინ შესრულების გარდა კისერზე ოჯახური პრობლემებიც დააწვათ, ისინი მოკლებულნი არიან კარიერულ და განათლების სფეროში განვითარების შესაძლებლობებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის გამო მსოფლიოში სრული გენდერული თანასწორობა კიდევ 100 წელი არ დამყარდება.

არადა, უკანასკნელი წლები ამ მიმართულებით მართლაც პროგრესული იყო - ისტორიაში პირველად აშშ-ის ვიცე-პრეზხიდენტი ფერადკანიანი ქალი, კამილა ჰარისი გახდა; ფინეთის კოალიციურ მთავრობაში 5 ქალი წამყვან პოსტს იკავებს; ჩრდილოეთ ირლანდიამ აბორტის ლეგალიზაცია მოახდინა; სუდანში გააუქმეს კანობი, რომელიც საზოგადოებაში ქალების ჩაცმისა და ქცევის წესებს არეგულირებდა. და, ბოლოს, აღსანიშნავია მოძრაობა #MeToo, რომელიც 2017 წლიდან აქტიურად ებრძბის ქალებზე სექსუალური ძალადობის ყველანმაირ გამოვლინებას და არერთი მოძალადის დასჯას მიაღწია.

არსებობს თუ არა "მამაკაცის დღე"

მამაკაცთა საერთაშორისო დღე (International Men's day) ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება 19 ნოემბერს. ის დაარსდა 1992 წლის 7 თებერვალს პროფესორ თომას ოსტერის ინიციატივით. ამ დღის დაწესების მიზანი იყო საზოგადოების მიერ ყურადღების მიქცევა მამაკაცების მიმართ გენდერულ დისკრიმინაციასა და სქესთა თანასწორობაზე; მამაკაცებისა და ჭაბუკთა ჯანმრთელობის ზრუნვაზე; აგრეთვე ოჯახში მამაკაცების დადებით გავლენასა და ბავშვთა აღზრდაზე.

ამჟამად ეს დღე აღინიშნება 70 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის არის აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, დანია, ნორვეგია, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, ინდოეთი, ჩინეთი, ტრინიდადი და ტობაგო, იამაიკა, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, ტანზანია, ზიმბაბვე, ბოტსვანა, სეიშელის კუნძულები, ბურუნდი, კუნძული, ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, პაკისტანი, კუბა, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, გრენადა და კაიმანის კუნძულები, უნგრეთი, განა, სინგაპური, მალტა, ისრაელი და სხვა ქვეყნები. მამაკაცთა საერთაშორისო დღეს მოსდევს ბავშვთა საყოველთაო დღე, რომელიც მეორე დღეს, 20 ნოემბერს აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42