ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტზე ემა გოგოხიაზე თავდასხმის ფაქტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მიმართვაში ის შსს-ს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს მომხდარი და შესაბამისი ზომები მიიღოს დამნაშავის მიმართ:
"ტელეკომპანია „მთავარი არხი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2021 წლის 6 მარტს მის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა, მოგვიანებით კი, „მთავარი არხის” ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ავტომობილი დაუზიანეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტი.
ქარტია გმობს ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






