ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სომხეთის წარმომადგენლებს გამოცდილებას გუზიარებს
საზოგადოება - 12:55, 09 Dec, 2013     1894

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის 2013 წლის მარტში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სომხური დელეგაციის წევრები ტრენინგს გაივლიან.

ტრენინგი ორი კვირა გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ტრენინგის ფარგლებში სომხეთის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები ანდრანიკ მანველიანი, არპინე ნავასარდიანი და ანა ჰოკჰანნისიანი დნმ ექსპერტიზის ჩატარების სპეციფიკას გაეცნობიან. ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

•             დნმ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები;

•             კონტამინაციის (სხვა დნმ-თი დაბინძურება) პრევენცია;

•             დნმ ნიმუშების აღება, შენახვა და გამოყენება;

•             დნმ ანალიზის პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

•             დნმ შედეგების ინტერპრეტაცია;

•             სასამართლოზე დნმ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის უნარ-ჩვევები.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონში წამყვანი საექსპერტო დაწესებულებაა. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მატერიალური ბაზისა და კვალიფიციური ექსპერტების დამსახურებით, ბიუროში ისეთი კვლევები ტარდება, რომლებიც ხშირ შემთვევაში უნიკალურია რეგიონში.

 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ექსპერტიზის ყველა დარგში და თავადაც მზად არის თავისი გამოცდილება მეზობელი ქვეყნების კოლეგებს გაუზიაროს.

www.expertiza.gov.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42