რეორგანიზაცია ცესკოში - რისთვის ემზადება ხელისუფლება
პოლიტიკა - 13:38, 06 Mar, 2021     1296

ცესკოში გასაიდუმლოებული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეცვლილიყო, თამარ ჟვანია შტატებს ზრდის.

შტატების გაზრდის შესახებ თანამშრომლები ჟვანიამ საქმის კურსში არ ჩააყენა. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც ყველაფერი უკვე დასრულებული იყო.

ცესკო-ს ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, ადმინისტრაციული ცვლილებებისა და შტატების დამატების შესახებ მათთვის ცნობილი 4 მარტს გახდა. 5 მარტს კი რეორგანიზაცია დასრულდა. მისი განმარტებით, ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროსთვის არ უცნობებია და ფუნქციური ანალიზიც არ ჩაუტარებია:

"რეორგანიზაცია რომ იყო, ამის შესახებ გუშინწინ გავიგე, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ დამტკიცდა. იყო თუ არა რეორგანიზაციის საჭიროება, ეს საკითხი ჩემს დონეზე არ წყდება, გუშინ ჩატარდა სხდომა და გვაცნობეს ამის შესახებ" - განაცხადა ცესკო-ს კოორდინაციის დაგეგმარების ანგარიშების დეპარტამენტის უფროსმა ივეტა ჭეიშვილმა.

"სტრუქტურულად გადაანაწილეს შიგნით, რისი საჭიროებაც არ იყო, ნდობით ვინების სარგებლობენ, ისეთ დეპარტამენტებს ანდეს მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა საშვთა ბიურო, კანცელარია, ცხელი ხაზი და ა.შ. ფაქტია, რაღაცისთვის ემზადებიან, მაგალითად, გაყალბებითვის" - განაცხადა ცესკო-ს ყოფილმა წევრმა დავით გურგენიძემ.

"ამ სტრუქტურით, რომელიც მათ წარმოადგინეს, საკმაოდ დიდი ცვლილებებია და ბევრ დეპარტამენტს შეეხო, არა მარტო სახელფასო ცვლილებები, არამედ სტრუქტურული. ახალი შტატები დაამატეს და გადალაგება მოხდა ისე, რომ ამის შესახებ თანამშრომლები მხოლოდ ერთი დღით ადრე გააფრთხილეს. ეს არც ერთ საჯარო სამსახურში არ მომხდარა, ცვლილებების შესახებ ყველგან ერთი თვით ადრე ატყობინებენ თანამშრომლებს. რეორგანიზაცია დაჭირდათ იმიტომ, რომ კონტროლი გააძ₾იერონ - განაცხადა ცესკო-ს ადამიანთა რესურსების მართვის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამარ შუკაკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42