ძალიან სასარგებლო იყო შარლ მიშელის ვიზიტი...ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები - დეგნანი
პოლიტიკა - 21:58, 05 Mar, 2021     1284

"ძალიან სასარგებლო იყო, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში" , - ასე აფასებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტსდა კონგრესის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოზე.

დეგნანის შეფასებით, მსგავსი გამოხმაურება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან გამოსავლის ძიების მცდელობებზე და განაცხადა, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, მოიძებნოს გამოსავალი და გაგრძელდეს ერთმანეთთან კეთილსინდისიერი საუბარი მოთხოვნებზე.

"ძალიან სასარგებლო იყო, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში. ეს აჩვენებს, რაოდენ შეწუხებულები და დაინტერესებულები არიან საქართველოს მეგობრები. ჩვენ ვნახეთ იგივე სულისკვეთების განცხადებები კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან და საქართველოს სხვა მეგობრებისგან. მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს.

გამოსავლის მოსაძებნად სურვილი არსებობს. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემებია. ადამიანებს აქვთ დიდი აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ვნახე, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, მოიძებნოს გამოსავალი და გაგრძელდეს ერთმანეთთან კეთილსინდისიერი საუბარი მოთხოვნებზე, თუ რა სჭირდებათ მათ შეთანხმებისთვის, რომელიც ყველასთვის კომფორტული იქნება". -ამბობს კელი დეგნანი. (პირველი არხის თარგმანი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42