"ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში "ლელო" პარლამენტში შევა და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია ისე უნდა ფორმირდეს, რომ ოპოზიციის სიტყვა წონადი იყოს.
"რა თქმა უნდა, კი. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევდივართ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს მხოლოდ საგამოძიებო კომისია ქაღალდზე, რომ აღნიშვნა მოხდეს სადღაც, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია“,- განაცხადა ჯაფარიძემ "360 გრადუსში".
მასალის გამოყენების პირობები






