საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრები დაამონტაჟეს.
ოკუპანტებს ამ სოფელში მავთულხლართები უკვე გავლებული ჰქონდათ, თუმცა ე.წ. საზღვრის მიღმა სოფლის მცხოვრებთა კუთვნილი მიწა არ აღმოჩენილა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსი ოკუპანტები მავთულხლართების გადმოწევას აპირებენ.
მწვანედ შეღებილ აბრებზე გაუმართავ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წერია რომ სახელიმწიფო საზღვარია და გადაადგილება აკრძალულია. ოკუპანტებმა საზღვრის აღმნიშვნელი აბრები ლავრენტი როსტომისშვილის და ტარიელ აზალაძის მიწის ნაკვეთებში დადგეს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ აბრების გასწვრივ საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართებს გაავლებს და სოფლის მიწა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცევა:
„ძალიან ცუდ დღეში ვართ, სოფელი საძოვრების გარეშე რჩება. აბრები დააყენეს და სოფელში ამბობენ, ამის იქით თუ გადავალთ, დაგვიჭერენო" - აცხადებს სოფლის მკვიდრი ფატი თენაძე.
გიორგი ახალკაცი, „ნიუპოსტი“, გორი
მასალის გამოყენების პირობები






