ჯიბის ფულის გრაფიკი 2013 წელს - სახელმძღვანელო მშობლებისათვის,- გერმანელმა მკვლევარებმა სპეციალური ცხრილი შეიმუშავეს, რომელიც მშობლებს დაეხმარება ასწავლონ შვილებს ფულის ყაირათიანად ხარჯვა და აამაღლონ შვილების თვითშეფასების უნარი.
ამ თემას ევროპაში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რადგან თვლიან, რომ ჯიბის ფულის ქონა მნიშვნელოვანია ბავშვის განათლების ამაღლებისთვის. როცა მოზარდს აქვს საკუთარი ჯიბის ფული, ის სწავლობს მის სწორად გამოყენებას და პასუხისმგებლობას იჩენს თანხის ხარჯვისას. ეს უზრუნველყოფს, რათა ბავშვმა ადრეულ ასაკში გამოიჩინოს მენეჯერული უნარი.
გერმანელი მკვლევარები თვლიან, რომ ეს მოზარდს გამოადგება, რათა მომავალში ბიზნეს სამყაროში იპოვოს თავის გზა ან უბრალოდ ისწავლოს ფულის სწორად ხარჯვა. რა თქმა უნდა მშობლებს, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აინტერესებთ, თუ რამდენი ფული უნდა მისცენ შვილებს, რომ ზედმეტად არ გაანებივრონ,ანდა თანაკლასელებთან შედარებით თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს.
გერმანელმა სპეციალისტებმა 2013 წლისთვის სპეციალური ცხრილი შეიმუშავეს, რასაც რეკომენდაციას სოციალური სააგენტო უწევს, ამ ცხრილით თქვენ მარტივად შეძლებთ პრობლემის გადაჭრას. გერმანელები რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს შვილებს ჯიბის ფული ადრეულ ასაკში მისცენ, ასე 4-5 წლისებს. რაც უფრო იზრდება ბავშვი, თანხაც უნდა გაიზარდოს, 18 წლის ასაკამდე მაქსიმალური თანხა, რაც მოზარდს შეიძლება მისცეთ, 70 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.
უფრო მოზრდილი ბავშვები უკვე თავად იწყებენ ფულის გამომუშავებას და მათ თქვენი ჯიბის ფული აღარ დასჭირდებათ. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ქართველი მშობლები, შვილებს განსაკუთრებით ანებივრებენ, საქართველოში ჯიბის ფულის რაოდენობა სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დღეში დაახლოებით 3-5 ლარამდეა, ისიც მხოლოდ სკოლაში კვებისთვის. გერმანელი მკვლევარების სტატისტიკის მიხედვით:
4-5 წლის ბავშვს უნდა მისცეთ კვირაში 0.50 ევრო;
6-7 წლის ბავშვისთვის საკმარისია 1.5 -2 ევრო კვირაში;
8-9 წლის ბავშვისთვის 2-2.50 ევრო -კვირაში;
10-11 წლისათვის სტანდარტული ჯიბის ფული -13-დან 16 ევრომდეა თვეში;
12-13 წლის ასაკის ბავშვებისთვის- თვეში 18- 22 ევრო საკმარისია;
14-15 წლის მოზარდებს თვეში 25-30 ევრო უნდა მისცეთ;
16-17 წლისებისთვის თვეში 35-45 ევრო საკმარისია;
18 წლისათვის კი 70 ევროა რეკომენდირებული;
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვს თანხა ნაწილ-ნაწილ არ მისცეთ. მან უნდა ისწავლოს მთელი კვირისა და მთელი თვის განმავლობასი მისი კუთვნილი ჯიბის ფულის სწორად გამოყენება და გადანაწილება.
ეს არის საუკეთესო რეკომენდაცია, თუმცა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა თუ რთულია და თანაც ოჯახში ბევრი ბავშვია, შესაძლებელია ამ ცხრილიდან გადაცდომაც მოხდეს, მაგრამ თანხა გონივრულად უნდა გადანაწილდეს. ბავშვმა უნდა ისწავლოს ისიც, რომ თქვენ ყოველთვის თან არ ატარებთ მთელ სახარჯო ფულს, მან უნდა შეძლოს თანხის შენახვა და დაზოგვა.
მკვლევარები კრძალავენ დასჯის მიზნით თანხის შემცირებას, ან ჯილდოს სახით ჯიბის ფულის განსაზღვრული რაოდენობის მომატებას. მშობლებმა ასევე უნდა ასწავლონ ბავშვს რისთვის აძლევენ ამ თანხას, მათ უნდა განსაზღვრონ მკაცრად როდის ხარჯავს შვილი თავის ჯიბის ფულს და რა დროს ეხმარება მას მშობელი დამატებით.
ბავშვმა ეს თანხა უნდა დახარჯოს ტკბილეულის, სასურველი სათამაშოს შესაძენად, სკოლაში საკვებად ან არაგეგმიური ვიზიტებისას, მაგალითად ზოოპარკში წასვლისას ან გასართობ ცენტრში ვიზიტისას, ანუ ინდივიდუალური საჭიროებებისთვის.
გერმანელი მკვლევარები ირწმუნებიან , რომ ეს მეთოდი ამაღლებს მოზარდის თვითშეფასების უნარსა და თავდაჯერებულობას აძლევს ბავშვს.
მასალის გამოყენების პირობები






