ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მეხუთმილიონე საერთაშორისო მოგზაური დააჯილდოვა
საზოგადოება - 11:59, 09 Dec, 2013     1925

შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს,  16:00 საათზე საქართველოს საზღვარი პოლონეთის მოქალაქე მათეუშ ვერნერმა  გადმოკვეთა.

პოლონელმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში მეხუთმილიონე ტურისტი აღმოჩნდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან საჩუქრები და სერთიფიკატი მიიღო. მას ორი დღით ჰოლიდეი ინი უმასპინძლებს, ყაზბეგში კი ყაზბეგი რუმსი. ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრია, ამიტომაც ეს ინფორმაცია მას ფესტივალის საზეიმო დახურვის შემდეგ შეატყობინეს.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ლატარეაში ძვირფასი რამ მოვიგე. ეს დიდი სიურპრიზი იყო. ბედნიერი ვარ. აშკარაა, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება. მე მიყვარს თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა“ - განაცხადა მათეუშ ვერნერმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებით, აღნიშნული ციფრი აბსოლუტური რეკორდია, საქართველოს არასოდეს არ ჰყოლია  5 მლნ მოგზაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42