შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებში გამოჩნდება, ხალხს რა სურს - სუბარი პლებისციტის მოდელზე
პოლიტიკა - 16:57, 04 Mar, 2021     1273

ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პლებისციტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეს მოდელი აინტერესებს, შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებში გამოჩნდება ხალხის აზრი. მისი შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს ერთიანი პოზიცია და ვერ ჩამოყალიბებულა, კონკრეტულად რა სურს:

"გამოდის ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის არის აბსოლუტურად მისაღები, მერე გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ამას ვინც ამბობს, ის არის მოღალატე და ეს არის "ქართული ოცნების" თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული აზრი, ჯერ ჩამოყალიბდნენ რა არის, რასაც ისინი ითხოვენ, რა უნდათ. თუ ამბობენ რომ არჩევნები გაყალბდა ამაზე უკეთესი შეთავაზება ვიდრე არის საგამოძიებო კომისია, უბრალოდ არ არსებობს, ამის შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი გამოშვება არის პირადად მელიას ან ამ ადამიანების ხელში, ეს არის უმარტივესი თემა, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ზუსტად ის ადამიანი ვინც დღეს ამ პლებისციტის მიუღებლობაზე ლაპარაკობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად ვერ ვხედავ პლებისციტის რაიმე აზრს, თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, აგერ შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს, ეს არის ერთგვარი პლებისციტი.

ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რა არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩამოყალიბდნენ ჯერ, თვითონ რა უნდათ, სად არის მათი შეთანხმებული პოზიცია და შემდეგ დავსხდეთ. ასე არ შეიძლება, გამოვიდეს ერთი პარტია, ამბობდეს, რომ მას უნდა პლებისციტი, გამოვიდეს მერე სააკაშვილი და დამოძღვროს ყველანი, რომ ვინც ამას ამბობს, არის მოღალატე და თამაშობენ ბიძინა ივანიშვილის თამაშს, მერე გამოვიდეს სხვა პარტია და თქვას, რომ პლებისციტის როლი მივანიჭოთ თვითმმართველობის არჩევნებს, მერე გამოვიდნენ სხვა ლიდერები და თქვან, რომ ეს ადამიანები თამაშობენ "ქართული ოცნების" თამაშს. ასე ვერ გამოვა - ჩამოყალიბდნენ, ერთიანი პოზიცია წარმოადგინონ და მერე შესაძლებელია დიალოგი,"- განაცხადა სუბარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42