ბილაინის (ვეონ საქართველოს) ქართული ოფისი არაერთხელ გამხდარა ექსპერტების მხრიდან დაინტერესების საგანი. იმის გათვალისწინებით, რომ ვეონ საქართველო ერთადერთი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა რომელიც წაგებაზე მუშაობს, დღემდე გაუგებარია მათ მიერ განხორციელებული ასობით მილიონინი დოლარის ინვესტიცია, საიდანაც კომპანიას მოგება არც ერთი ცენტი არ უნახავს. ეს იმ შემთხვევაშია გაუგებარი თუ კონკრეტულ საკითხს ბიზნესის პრიზმიდან შევხედავთ, მაგრამ სავსებით გასაგებია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვეონ საქართველოს, ისევე როგორც სრულად ვეონის მფლობელი გახლავთ, ერთერთი ყველაზე მსხვილი რუსული ალფა ჯგუფის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი, რომლის წინააღმდეგაც 18 თებერვალს ესპანეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ხელახლა აღძრა, მისგან დამოიკიდებლად კი ბილაინი სხადასხვა ქვეყნებში არაერთხელ გამხდარა სამართალდამცავების მხრიდან ინტერესის ობიექტი, მათ შორის ყველაზე გახმაურებული კორუფციის ბრალდებების მიმართულებითაც კი.
ფრიდმანის ქართული ოფისის მისამართით შეკითხვები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც ჰქონდა, რომელთაგან ერთერთი ვეონ საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას, ბაზარზე ფაქტობრივად დემპინგური ფასებით მოქმედებას და არაკონკურენტუნაირანი გარემოს შექმნას უკავშირდებოდა, რაზეც ვეონ საქართველომ განცხადება გააკეთა თითქოს თბილისის ოფისს კომპანია ტექნოლოგიურ ლაბორატორიად იყენებდა და ბიზნესის ჭრილიდან მათთვის არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
ეკონომიკური ექპერტები, როგორც ეკონომიკის სფეროდან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების დარგიდან, ვეონ საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო შეკითხვებს სვამენ და არსებული სასამართლო საქმით ინტერესდებიან:
დარგის ექსპერტებისთვის საბანკო წრეებიდან ცნობილი გახდა ისც, რომ ჩაიშალა რამდენიმე წლიანი მოლაპარაკება, რომელიც ვეონ საქართველოს ქართველ პარტნიორსა და სათაო ოფისს შორის მიმდინარეობდა, ვეონ საქართველოს ქართველი პარტნიორის მიერ წილის სრულად გამოსყიდვაზე.
შესაბამისად, ექსპერტებისთვის გაუგებარია კომპანიას, რომელსაც არც ერთი წელი მოგებით არ დაუსრულებია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რატომ არ უნდა სურდეს საბაზროსთვის აბსოლუტურ შესაბამისობაში არსებულ ფასად აქციების გაყიდვა?!
გაუგებარია ისიც, რატომ არ უღრმავდება კომუნიკაციების ერონვული კომისია კომპანიაში მიმდინარე მოვლენებს უფრო დეტალურად?
საექსპერტო წრეებში სულ უფრო მეტი კითხვა ისმის ტექნოლოგიური ლაბორატორიის თემის ირგვლივაც. სპეციალისტების განცხადებით, ამ შემთხვევაში მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდეს კომისიამ რა ტიპის ტექნოლოგიებზე და მონაცემებზეა საუბარი?!
აღსანიშნავია ისიც, რომ სატელეკომუნიკაცო ბიზნესი მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს და ის ყველაზე ძლიერ ზესახელმწიფოებშიც კი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტნაკლებად ადგილობრივი გავლენების ქვეშ არის და ჩვენთან რა თქმა უნდა პირიქითაა.. უდიდესი მონაცემთა ბაზა იმ სახლემწიფოს კომპანიის ხელშია რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობებიც კი გაწყვეტილია და ჩვენი ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული.
მეტიც, გასათვალისწინებელია კომპანიის მფლობელის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწესებულ სანქციებზე და მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე, ფაქტია რომ ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ ფრიდმანს პრობლემები ევროპაშიც ექმნება.
დიდი კითხვის ნიშნები აქვთ სახელმწიფო უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებსაც. მით უფრო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როდესაც ჯერ გაურკვეველია საბოლოო ჯამში რა ტიპის გავლენის შენარჩუნება-მოპოვებას შეძლებს რუსეთი საქართველოზე.
ექსპერტების თქმით, რა თქმა უნდა სატელეკომუნიკაციო სადგურის თბილისში შენარჩუნება რუსეთის ძირითადი მიზანია და, თუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოში ქართველმა პარტნიორმა უჩივლა კომპანიას თითქმის იდენტური სცენარის განხორციელებისთვის, რაზეც ფრიდმანს ესპანეთში ედავებიან, რომ მან შესყიდვის მიზნით გააკოტრა კომპანია, შემდეგ კი 20 მლნ იყიდა, რომელი კომპანიაც რეალურად მილიარდზე მეტი ღირდა-ეს ადასტურებს რუსული კომპანიის, ბიზნესისგან აბსოლუტურად განზე მდგომი ინტერესების არსებობას და საკითხის ირგვლივ ლეგიტიმურ შეკითხვებს შესაბამისი უწყებები უნდა სვამდნენ.
დარგის ექსპერტები ცალსახად თანხმდებიან, რომ სატელეკომუნიკაციო საქმიანობა, მითუმეტეს ახლა როდესაც სრულად მოხდა მისი გლობალიზაცია ინტერენეტის საშუალებით არის და უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების მეთვალყურეობის ქვეშ.
"არ დაგავიწყდეთ აქ საუბარია რუსულ კომპანიაზე, ეს ნონსენსია, როგორც წარმოგიდგენიათ ისრაელმა ქვეყანაში სიდიდით მესამე სატელეკომუნიკაციო კომპანიის ფლობის უფლება რომ მისცეს პალესტინურ კომპანიას?! ეს ხომ წარმოუდგენელია. აქ საუბარია უმსხვილეს მონაცემთა ბაზაზე და ტეგნოლოგიურ საშუალებებზე, თავისი ამოუწურავი რესურსით რომლის გამოყენება სატელეკომუნიკაციო საქმიანობის მიღმა მრავალმხრივ არის შესაძლებელი"- აცხადებენ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები.
მასალის გამოყენების პირობები






