კომპანია Microsoft-ი ჩინელ ჰაკერებს ამერიკელი კლიენტების მონაცემებში შეღწევის მცდელობაში ადანაშაულებს. კორპორაცია ვარაუდობს, რომ თავდასხმა ჩინეთის მიერ დაფინანსებული დაჯგუფება Hafnium-მა მოაწყო.
თავდასხმა იურიდიულ კომპანიებზე, ინფექციურ დაავადებათა მკვლევარებსა და უმაღლეს სასწავლებლებზე განხორციელდა.
კომპანიის განცხადებით, ჰაკერებმა Microsoft Exchange Server-ზე განლაგებული საფოსტო სერვისების გატეხვა სცადეს. კორპორაცია ვარაუდობს, რომ ამ ქმედების უკან ჩინეთის მიერ დაფინანსებული დაჯგუფება Hafnium დგას.
Microsoft -ის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შეტევა სამ ეტაპად მოხდა. თავიდან ჰაკერებმა Exchange-ის სერვერები გატეხეს, რისთვისაც მოპარული პაროლები გამოიყენეს. შემდეგ მათ მართვის სერვერებს შეუტიეს, ბოლოს კი კორპორაციული მონაცემების მოპარვას ცდილობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






