დაპატიმრებულია ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით ჩხატარაშვილი. ძიება ელის რომ გამოვლინდება ოდიოზური კავშირები ადეიშვილსა თუ ახლაიასთან. თუმცა, სიაშია, ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ასოცირებული გია ხუხაშვილიც, რომელიც არც უარყოფს, რომ ჩხატარაშვილს არაერთხელ შეხვედრია.
„პრაიმტაიმის“ რედაქცია ცდილობდა, გაერკვია სქემა, რომელიც კიდევ ერთ დეპუტატს თემურ ფეიქრიშვილს ამხელს კორუფციაში. ის პარლამენტში „ნაციონალების“ მაჟორიტარად შევიდა, თუმცა საკუთარი პარტია მალევე დატოვა. როგორც წერილშია ნათქვამი, უმალ შეეკრა ახალი ხელისუფლების ჩინოსნებს და დღეს კანონს არღვევს. მასვე ეძღვნება გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტური გამოძიება.
„წავკისელი ფეოდალი“ ეს გახლავთ თემურ ფეიქრიშვილის სტატუსი, რომელსაც ის, თურმე წავკისსა და მის მიმდებარედ ატარებს. წერილის მიხედვით, ის შეკრულია კუდის ყოფილ მაღალჩინოსანთან ვასილ ლილუაშვილთან, მასვე სქემაში ჩართული ჰყავს სანათესაო ჩინოვნიკები და გამგებლების ხანაში თბილისის თავზე, ათობით ჰექტარი მიითვისა, რაც დღეს, ადგილობრივების, ტელევიზიებისა თუ მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის შანტაჟირების ხარჯზე მისი შემოსავლის წყაროა.
„ვერსიამ“ დაადგინა რა მაქინაციით მოხდა ათობით ჰექტარი მიწის მითვისება, როგორ აკონტროლებს წავკისს ეს პერსონა მოსახლეობისა თუ პოლიციის ჩართვით, როგორ მოახერხა ცნობილი ხვედელიძისა და კუდელი ლილუაშვილის მეშვეობით „ქართულ ოცნებაზე“ გასვლა და რა რისკები ელის მრავალმილიონიან საინვესტიციო პროექტს - გაიგებთ „ვერსიის“ ღევანდელ ნომერში.
საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ ღია და ფარული ომი წამოწყებულია - ასე თვლის გაზეთ „ქრონიკის“ რედაქცია რესპოდენტებზე დაყრდნობით.
რადიკალურ ნაბიჯებს ელიან ირაკლი ღარიბაშვილისგან, თუმცა, აქ არა მხოლოდ მისი მთავრობის მისამართით სიმკაცრე, არამედ ისიც იგულისხმება , რასაც საზოგადოების ნაწილი სამართლიანობის აღდგენას, ზოგი კი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს, - წერს „ახალი თაობა“.
"პრეს–დაიჯესტი" მომზადებულია "რუსთავი2"–ის დილის გადაცემის პრესის მიმოხილვის (ავტორი ოთარ ქირია) მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






