უმძიმესი ფაქტი ქარელში - სკოლის პედაგოგი, რომელმც საკუთარი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, დააკავეს. საქმე ეხება გასულ წელს მომხდარ გახმაურებულ ფაქტს, როდესაც არასრულწლოვანმა გოგონამ 60 წლის მამაკაცი მშობლებთან ამხილა.
გავრცელებული ინფორამციით, სპორტის მასწავლებლის ქმედება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ვიდეო მტკიცებულებებით მყარდება. სკოლის დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოსწავლემ ფაქტის შესახებ გაახმაურა, შესაბამისი ზომები მიიღეს. მისი განმარტებით, ვიდეო კადრებიდან მტკიცდება ფაქტი, რომ მასწავლებელს "იმაზე ახლოს ჰქონდა კონტაქტი გოგონასთან, ვიდრე ეს დაშვებულია".
მომხდარზე გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის 141 მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილი ქმედებას ძალადობის გარეშე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს.
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მასალის გამოყენების პირობები