მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით ჩხატარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დავით ჩხატარაშვილი ბრალდებულის სახით 7 დეკემბერს დააკავა.
დავით ჩხატარაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება.
მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, 8 დეკემბერს მიმართა. სასამართლო პროცესზე, ჩხატარაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად მივიდა ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, თუმცა არც მას, არც ჩხატარაშვილის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მასალის გამოყენების პირობები






