სასტიკი მკვლელობა ახალციხეში - პირზე აკრული წებოვანი ლენტით და სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით, 70 წლის ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი ნახეს.
მას შემდეგ, რაც სუსანა ბაღჩოიანი ახლობლებთან კონტაქტზე არ გავიდა და სატელეფონო ზარებსაც არ უპასუხა, მისი ძებნა დაიწყეს.
ახლობლებს და მეზობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ, ამბობენ, რომ 70 წლის ქალი სოციალურად დაუცველი იყო და მარტო ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრი მხოლოდ შვილი ჰყავდა, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული. არ გამორიცხავენ, რომ მარტოხელა მოხუცის სახლში დამნაშავეები ყაჩაღობისთვის შევიდნენ, ვერაფერი წაიღეს და მოკლულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
70 წლის მოხუცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და უტარდება ექსპერტიზა
სამართალდამცველებმა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოიკითხნენ მოწმეები.
მასალის გამოყენების პირობები