ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს სპეციალურ განცხადებას.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - წერია უწყების განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ უწყებამ 3 დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა და სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები