საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს განცდა, რომ ჩვენ ,,ჯიგრული“ სახელმწიფო უნდა ავაშენოთ
პოზიცია - 13:27, 08 Dec, 2013     4190

,,ნიუპოსტი“ განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს საკოლებში დაუსჯელობის სრული აპოგეაა, რის ერთ-ერთ მიზეზად, შაშკინი მანდატურის როლის დაკნინებას მიიჩნევს.

_რაც შეეხება საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას, მე ჯერ კიდევ თვეების წინ ვსაუბრობდი, რომ მოსალოდენლი იყო სრული ქაოსი და რომ სკოლები დადგებოდნენ უსაფრთოხების პრობლემის წინაშე. პრობლემის არსი რომ უკეთ ავხსნათ, ცოტა შორიდან დავიწყებ, 2009 წელს პრეზიდენტმა დამნიშნა განათლების მინისტრად. დეკემბერ-იანვარში მე ვხვდებოდი პირველ რიგში სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს. არაფერს არ ვამბობდი, პრობლემებზე არ ვსაუბრობდი იანვრის შუა რიცხვებამდე, მხოლოდ ვსწავლობდი სკოლის სისტემას. ერთ-ერთი საკითხი, რამაც შოკში ჩამაგდო იყო ის, რომ დირექტორები ღიად ამბობდნენ, რომ მათ ჰყავთ სკოლებში ,,მაყურებლები“, ანუ ესენი იყვნენ მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ფიზიკური ძალით, ან ქუჩური გარჩევების შესაძლებლობებით და მათი მეშვეობით დირექტორები მართავდნენ სკოლებს. ამას ამბობდნენ ღიად და ჩემს გაოცებას ისინი პასუხობდნენ, რომ - აბა რა ვქნათ? სხვაგავრად არ შემიძლია 1000-ბავშვიანი სკოლა დავიმორჩილოთ, არ გვაქვს ამის რესურსი. საუბარი იყო იმაზე, რომ სკოლის ადმინისტრაცია ამ ბავშვებს უკეთებდა შეღავათებს და ისინი ეხმარებოდნენ ადმინისტრაციას სკოლის მართვაში. ანუ ეს იყო სუფთა ე.წ. ,,ქურდული გაგება“, ისეთივე, როგორიც არის ციხეში, როცა ადმინისტრაცია მაყურებლის მეშვეობით ცდილობს სხვა პატიმრები გააკონტროლოს.

ამის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სასწრაფოდ მოვითხოვეთ, შეგვესწავლა სკოლებში ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. დეკემბერშივე გავაკეთეთ სპეციალური კვლევა, ამას ატარებდა ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდი კომპანია ,,გელაპი“, რომლის ობიექტურობაში არავის არასოდეს ეჭვი არ ეპარება. კვლევაში იყო ძალიან ბევრი თემა, მაგრამ ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების მიმართულებით.  მათ დადეს ძალიან საინტერესო შედეგი. კერძოდ, ამ პრობლემის მოგვარებას წინ უდგას ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც აიხსნება იმით, რომ სკოლა ცდილობს ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია დამალოს. სკოლა არის პატარა ოჯახი, ჩვენთან სკოლის დაფინანსება არის დამოკიდებული ბავშვების რაოდენობაზე, აქედან გამომდინარე, არანაირად არ შედის სკოლის დირექტორის ინტერესში, პრობლემა წარმოიაჩნოს ღიად, პირიქით, ის ცდილობს დაფარვას.

_თუმცა, დამეთანხმებით, ასეთი ფაქტები მაინც საჯაროვდებოდა და სკოლებში სისხლიანი გარჩევის არაერთი ფაქტი იყო ცნობილი. თუნდაც თქვენს მინისტრობამდე რატომ არ ტარდებოდა პრევენციული ღონისძიებები?

_გეტყვით ერთ ფაქტს, მე კარგად მახსოვს, ნიკა გვარამიამ, რომელიც ჩემამდე იყო მინისტრი, მომიყვა ასეთი ისტორია: ერთ-ერთ ცენტრალური უბნის სკოლაში, მას შემდეგ რაც გახშირდა 2008 წელს სკოლებში დაჭრის ფაქტები, გაკეთდა ასეთი შემოწმება, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შევიდნენ სკოლაში, რომ პრობლემის არსის შესწავლისთვის, დაედგინათ რამდენი ცივი იარაღია სკოლაში მოსწავლეების ხელში. ნიკა გვარამია მიყვებოდა, რომ სანამ პირველი სართულიდან ავედით მესამე სართულამდეო, სადაც უფროსკლასელები არიან, მასწავლებლებმა თავად შეაგროვეს დანები, დამალეს საკუთარ ხელჩანთებში ისე, რომ ბავშვებში არცერთი დანა არ აღმოჩნდა. ეს ამბავი პოსტფაქტუმ გავიგეთო ერთ-ერთი მასწავლებლისგან და მერე, როცა პოლიცია გავიდა სკოლიდან, მასწავლებლებმა ეს დანები ბავშვებს დაუბრუნეს. ეს იყო რეალობა და  მასწავლებლები საკუთარ ქმედებას ამართლებდნენ იმით, რომ ამ რაოდენობის დანების აღმოჩენა, ჩვენს სკოლებს, პედაგოგების და დირექტორების იმიჯს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა. მშობელი რომ ხარ და იცი, ამა თუ იმ სკოლაში ძალიან ცუდი კრიმინოგენული სიტუაციაა, არ დატოვებ ბავშვს და გადაიყვან სხვა სკოლაში. სკოლა დაკარგავს ამით ვაუჩერს, სკოლის დირექტორის და მასწავლებლის ხელფასი დამოკიდებულია ვაუჩერებზე. ამიტომ, იანვარშივე ჩვენ ვთქვით, რომ ამ კუთხით ჩვენ წავალთ ამერიკული სისტემით, შემოვიყვანთ მანდატურის სამსახურს, ერთადერთი განსხვავებით, რომ მანდატურის სამსახური ამერიკაში ექვემდებარება პოლიციას, ისინი არიან ჩვეულებრივად შეიარაღებული და ჰქვიათ სკოლის მანდატური, ხოლო ჩვეთან ისინი დაექვემდებარებოდნენ განათლების სამინისტროს, გამომდინარე იქიდან რომ ვინმეს არ ეთქვა, სკოლას პოლიცია აკონტროლებს და ა.შ.

_თუმცა მანდატურის სამსახური მუდმივად კრიტიკის საგანი იყო, ხშირად საუბრობდნენ იმაზეც, რომ მანდატურები უშუალოდ ერეოდნენ სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგების საქმიანობაში...

_ეს ასე არ ყოფილა, მანდატურის ფუნქცია იყო სკოლაში უსაფრთხოების კონტროლი და წესრიგი. შედეგიც სახეზე გვქონდა, ფაქტია მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული 2010 წლის კვლევის შედეგად, სადაც მშობლების 7% ამბობდა, რომ ბავშვები არიან სკოლებში უსაფრთხოდ, 2012 წელს ეს მონაცემი მანდატურის სამსახურის წყალობით, გაიზარდა 80%-მდე.

_უსაფთხოების კონტროლი დღესაც შედის მანდატურის ფუნქციებში, თუმცა თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ სკოლებში არის ქაოსი და ამას პროგნოზირებდით კიდეც. რა გახდა ამის მიზეზი?

_განათლების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მანდატურები დააქვემდებარა სკოლის დირექციას, რითაც მოსპეს ეს სისტემა. დღეს მანდატური არის თუ არა სკოლაში, არაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე. მანდატურებისგან გახადეს დარაჯები, მაშინ როცა ჩვენთან ამ რეფორმის შემდეგ ჩამოდიოდნენ, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, მოდლოვადან, ეგვიპტე და ა.შ. და სწავლობდნენ და აღიარებდნენ, რომ ეს არის საუკეთესო სისტემა უსაფრთხოების თვალსაზრისით. მე დღეს მიჩნდება შეკითხვა - დავუშვათ და შაშკინის ეს რეფორმა იყო ცუდი და დავუშვათ, რომ დირექტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა პრობლემა თავად მოეგვარებინათ, მაშინ 2003 წლამდე რატომ არ მოგვარდა? დირექტორებს იგივე ძალაუფლება აქვთ და მათ ვერ შეძლეს ამ პრობლემის მოგვარება. სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაცია არ არის დაინტერსებული, რომ პრობლემა გამოაშკარავდეს. ელიტარულ სკლობეში ეს ჟონავს მაინც, იგივე 161-ე და 51-ე სკოლებში, სადაც ბავშვების დაჭრის ფაქტებია, სკოლის დირექტორი კი გამოდის და ამბობს, რომ რამოხდა ფეხში სამჯერ დაარტყეს დანა ხუმრობითო. ჩვენამდე მოვიდა ეს ამბავი იმიტომ, რომ მანდატურმა პოლიცია გამოიძახა. ერთ-ერთ სკოლაში ახლახანს ბავშვი დაჭრეს და საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე წაქცეულა.

_როგორც თქვენ აღნიშნეთ, მანდატურების დაქვემდებარებამ სკოლის დირექტორებზე, სიტუაცია გაართულა სკოლებში, საინტერესოა, თუ ჩატარდა სკოლების უსაფრთხოების თვალსაზრისით კვლევა და რა მდგომარეობაა დღეისათვის?

_კვლევის დროს გააჩნია, ვის გამოკითხავ, პირველი გახლავთ ის, რომ სკოლებში არსებული ძალადობის პრობლემას თავის გამომწვევი მიზეზი აქვს, კერძოდ, სახელმწიფო ყოველთვის ებრძვის ძალადობას. კრიმინალი თავად ისეთი ინსტიტუციაა, რომ ის ყოველთვის ცდილობს მოერგოს იმ სიტუაციას, რომელიც არსებობს. მაგალითად რომ ავიღოთ, პოლიცია ებრძოდა კრიმინალს ქუჩებში, ამის შემდეგ კრიმინალი შევიდა ქუჩებში, ანუ მოკალათდა იქ, სადაც პოლიცია არ შედიოდა. მე როგორც იურისტი ამას ვსწავლობდი და არა მხოლოდ საქართველოში. დანაშაულის პრევენციის კუთხით, სასჯელის შიში თამაშობს გარკვეულ როლს, ეს არ არის 100%, მაგრამ თავისი როლი უკავია. ბევრი სამუშაოა სკლებში, რომელიც დღეს არ წარმოებს და რასაც ადრე იუსტიციის სამინისტრო აკეთებდა, ეს იყო პროკურატურის მხრიდან დანაშაულის პრევენციაზე მუდმივი მუშაობა, იგივე შსს რასაც აკეთებდა, ეს გასაგრძელებალია. აქ უნდა იყო სასჯელის შიში, თუ დააშავებ, გექნება გარკვეული სანქცია. სკოლაში დღეს არის დაუსჯელობის სრული აპოგეა.

_თუმცა განათლების სამინისტროსაც ხომ უნდა აწუხებდეს, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეს პრობლემა ხომ თავად მშობლებსაც აწუხებთ და შესაბამისად, პრობლემა თავს ვერ დამალავს...

_როცა ხარ მინისტრი, გაქვს ორი არჩევანი -  ან იღებ პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილებას, შესაძლოა არაპოპულარულსაც შენს თავზე, ან ყველაფერს აბრალი სხვას... მეც მქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა კაბინეტში ვმჯდარიყავი მშვიდად, ჩემი სამუშაო დღე დამეწყო არა ცხრის ნახევარზე სკოლებში შემოვლით და პრობლემების ადგილზე შესწავლით, არმედ დავმჯდარიყავი კაპინეტში და ციტატის სახით გეტყვით, რაც შემეძლო რომ მეთქვა - იცით რა, ჩვენ გვაქვს დეცენტრალიზებული სისტემა, მინისტრი რა შუაშია, მოაგვაროს პრობლემა სკოლის დირექტორმა... ეს ჩემი კომპეტენცია არ არის...

_და ეს არ არის მინისტრის კომპეტენცია, რომ მოხდეს სკოლებში არსებული პრობლემების შესწავლა და მასზე რეაგირება?

_ყველაფერი ის, რაც სკოლებში ხდება, არის მინისტრის კომპეტენცია, ნუ ავურევთ ერთმანეთში დეცენტრალიზაციას და პასუხისმგებლობას. როგორც ყველაფერი არის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, ეს იქნება ქარხანა, სამინსიტრო, კერძო ფირმა თუ რაიმე უწყება, ასევე სკოლაში, ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ პირს, რა მასშტაბით, ეს სხვა საკითიხია, პროცენტულად ეს ნაწილედება სხვადასხვა შტოზე... მინისტრმა უნდა იცოდე, რა ხდება საჯარო სკოლებში და უნდა იცოდე პრობლემა რა გაქვს, და დღეს პრობლემა არის ის, რომ სკოლებში დაბრუნდა ის, რაც ჩვენ მოვსპეთ - ეს არის იგივე ფულის გამოძალვა. ეს არ ხდება სკოლების 100%-ში, მაგრამ დიდ რაოდენობაში ამას ადგილი აქვს. მეორე - დაბრუნდა სრული ანარქია გაცდენებთან დაკავშირებით, ბავშვები სკოლებში არ დადიან. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ეს, არ ვიცი საზოგადოების უმრავლესობა რატომ იკავებს სირაქლემას პოზას?! ბავშვებს აწერენ ფულს, სკოლაში არ დადიან და სკოლის ინსტიტუცია დაბრუნდა წარსულში და ამას დამატებული სკოლის უსაფრთხოება.

_თქვენ ახსენეთ საზოგადოების როლი, ფიქრობთ თუ არა, რომ კვლავ არსებობს მენტალური პრობლემა, ე.წ. ,,ქუჩური გარჩევების“, რისი აღმოფხვრაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს ფუნქციაა?

სამწუხაროდ, იგივე მასწავლებელთა დიდი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ბავშვმა არ უნდა გამოთქვას პრეტენზია თუ ფული წაართვეს... საზოგადოების გარკევულ ნაწილს კვლავ გაუჩნდა განცდა, რომ ჩვენ ,,ჯიგრული“ სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, ,,ჯიგრული“ სახელმწიფო მე არ მინახავს არსად, ტელევიზიით გვესმის ხშირად ხომ, იმას ჯიგარი აქვს, ამას - არა.

_როგორც სჩანს, თქვენ ,,ჯიგარს“ გიწუნებდნენ...

_მინდა გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება სპორტსმენი ვიყავი, სკოლა მაქვს დამთავრებული ცალკე პირადი მცველების, თავისი იარაღის ხმარებით, ჩხუბის წესებთ და ა.შ. ასე, რომ ამ ხალხის გაგებით ეს ,,ჯიგარი“ არ მაკლია... მაგრამ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, სახელმწიფოს ასეთი სისტემა, სადაც ყველაფერი ჯიგარზე და ვაჟკაცობაზეა აგებული, ამას ჰქვია ,,ჯუნგლების კანონი“, სადაც ძლიერი ჩაგრავს ფიზიკურად უფრო სუსტს და ამით იკვებება. ბუნებრივია, ჯუნგლებში ყველა ლომი არ არის, ვიღაც ძლიერია, ვიღაც სუსტი, მაგრამ თუ შენ პრეტენზია გაქვს, რომ სახელმწიფოს აშენებ, მთავარი როლი არის ის, რომ სუსტი, ვინც უმცირესობაშია, ის დაიცვა. მე მახსოვს 2009 წელს ერთმა მშობელმა მითხრა, თქვენ სკოლებში გაქვთ უარესი სიტუაცია, ვიდრე ჯუნგლებშიო. როცა ვკითხე, თუ რატომ, მიპასუხა - როცა ჯუნგლებში წყლის დასალევად მიდიან, ერთმანეთს არ ჭამენ და ჩემს მეორე კლასელ ბავშვს სასადილოში საჭმლის ფული წაართვესო. დღეს სკოლებში დამკვიდრებულია ის, რომ სუსტი უნდა დაიჩაგროს, თუ გვინდა, რომ ეს კანონი დავამკვიდროთ სკოლებში, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფოს ,,ჯუნგლების კანონზე“ ვაწყობთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42