ია ფარულავას ქმარი მისმა ყოფილმა მეუღლემ ამხილა: ვინ არის ტარიელ სუარი?
საზოგადოება - 18:54, 07 Dec, 2013     26781
ია ფარულავას მეუღლე ტარიელ სუარი, იგივე ტარიელ ხოსროშვილი სკანდალში ეხვევა:

„იგი ვირტუოზი მუსიკოსი და გიტარისტი კი არა, იგი ვირტუოზი „ვიგოდნიკია“,- ამბობს გამოცემა Mediamall.ge-სთან საუბრისას სუარის ყოფილი მეუღლე ირმა ბროიერი. 

როგორც Mediamall.ge წერს, ცნობილ გიტარისტს ია ფარულავასთან ჯვრისწერის დროს უკვე ჰყოლია მეუღლე - ირმა ბროიერი, რომელთანაც ცნობილი გიტარისტი ოფიციალურად არ იყო განქორწინებული ია ფარულავასთან ჯვრისწერის მომენტში. 

მათ ასევე საერთო შვილიც ჰყავთ. სასამართლო პროცესი, როგორც ბავშვის მეურვეობის, ასევე განქორწინების თაობაზე 24 სექტემბერს ფრანკფურტში გაიმართა:

„24 სექტემბერს გაიმართა სასამართო სხდომა, რომელსაც ჩემი ყოფილი მეუღლე ტარიელ ხოსროშვილიც (სუარი) ესწრებოდა. იგი მალავდა და უარყოფდა მის და ია ფარულავას ქორწინებას, ვიდრე ჩემმა ადვოკატმა არ დაუდო მოსამართლეს და მის ადვოკატს მათი ხელის თხოვნის და ჯვრისწერის სურათები. 

ამან დააჩქარა ჩვენი გაყრის პროცესი. სასამართლომ უკვე გამოიტანა გაყრის განაჩენი. მათმა ჯვრისწერის სურათებმა იმოქმედა. რა თქმა უნდა მეც მსურდა, რომ ეს პროცესი დაჩქარებულიყო და, სულ ცოტა, წელიწადს არ დავლოდებოდი.

ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუნდაც საბუთებით იყო ვინმეს მეუღლე და ორცოლიანობის თანამოზიარე. როდესაც ტარიელს უთხრეს, რომ ეს გერმანიის კანონმდებლობით დაუშვებელია, მან ამაზე მოსამართლეს უპასუხა, რომ არც საქართველოს კანონმდებლობით არაა მიღებული და რომ ქალბატონ ია ფარულავასთან მან მხოლოდ საეკლესიო წესით იქორწინა და არც საქართველოს კანონმდებლობით ითვლება ია ფარულავა მის ოფიციალურ მეუღლედ. შეგიძლიათ მოითხოვოთ ფრანკფურტის სასამართლოს პროტოკოლი, სადაც მისი აღიარებაა მთელი სასამართლო დარბაზის წინაშე,“- ამბობს მუსიკოსის ყოფილი მეუღლე. 

მისი თქმით, სუარი იგივე ხოსროშვილი ,,ვიგოდნიკია“: მას სურდა გერმანიის მოქალაქეზე ექორწინა მხოლოდ უვადო ვიზის მიღების მიზნით. 

„ჯვარი არ გვქონდა დაწერილი. ჯვრისწერა მის გეგმებში არ შედიოდა. მის გეგმაში ჩემი დახმარებით მხოლოდ უვადო ვიზის მიღება იყო და ამის მერე განქორწინება,“- ამბობს ბროიერი. 

როგორც სუარის ყოფილი მეუღლე ამბობს, სასამართლომ მამას ჩამოართვა მეურვეობა. რადგან მან განაცხადა, რომ არ შეუძლია გადაუხადოს შვილს ალიმენტი, რადგან თვითონ არ მუშაობს და იღებს სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას. „მან დაწყევლა და ღვთის წინაშე უარყო ჩვენი შვილი“, - ამბობს სუარის ყოფილი მეუღლე. მისივე თქმით, სასამართლომ მისცა სუარს შვილის ნახვის უფლება მხოლოდ თანმხლები პირის თანდასწრებით. 

როგორც სუარის ყოფილი მეუღლე ამბობს, მას ია ფარულავაზე მხოლოდ მცირე ინფორმაცია აქვს და ამბობს, რომ დიდხანს არც ია ფარულავათი იქნება გატაცებული მისი მეუღლე, რადგან „24 წლის ასაკს ზემოთ ქალებს ის „ბებერ ძროხებს“ ეძახდა“.

„ხომ იცით, შეყვარებულ ქალს ჭკუა არ მოეკითხება. იმ დღეს ტარიელმა ისიც კი განაცხადა სასამართლო დარბაზში, როდესაც მათ ოფიციალურ ქორწინებას უარყოფდა, რომ ია ძალიან ცნობილი პიროვნებაა საქართველოში. რომ იგი ამერიკის მოქალაქე ყოფილა, რომ პრეზიდენტის მეგობარია და ვციტირებ მის სიტყვებს - „დროა მივხედო ჩემს თავს და წინ წავიდე მისი საშუალებით“- ამბობს ის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42